19 წლის ნათია კვიცარიძე-ახალგაზრდა ქართველი მხატვარი საბერძნეთიდან

19 წლის ნათია კვიცარიძე საბერძნეთში საცხოვრებლად ორი წლის წინ გადავიდა დედასთან.

დედა წლებია უკვე ემიგრაციაშია.

ნათია ხელოვანია, ხატავს. მისინამუშევრები სურეალისუტრია.

EDITORI.GE დაუკავშირდა ახალგაზრდა ხელოვანს.

გთავაზობთ ინტერვიუს :

1.ნათია დავიწყოთ ემიგრაციით,რამდენი წელია ცხოვრობ საბერძნეთში?

მე უკვე 2 წელია რაც საბერძნეთში ვცხოვრობ.

2.რა იყო ყველაზე რთული ემიგრაციის,პირველ პერიოდში?

რთული იყო კომუნიკაცია ხალხთან, რადგან მათი არ გესმის,რთული იყო განსხვავებულ აზროვნებასთან და გარემოსთან შეგუება.

3.როდის დაიწყე ხატვა?

ხატვა ძალიან ადრე,სკოლის ასაკში დავიწყე.

4.რატომ სურეალიზმი?

იმას ვხატავ რასაც ვხედავ,სურეალიზმს ჩარჩოები არ აქვს და სურეალისტური  ნამუშევრები რადიკალურად განსხვავებულია სხვა ნამუშევრებისგან ,ეს მომწონს.

5.რა გეგმები გაქვს?ეს შენი ძირითადი საქმიანობაა თუ  ამ ეტაპზე დამატებითი სხვა საქმითაც ხარ დაკავებული?

მინდა ჩავაბრო ეკონომიკაზე  ,ბუღალტერიის განხრით . წინ დიდი გეგმები მაქვს , თუმცა რა თქმა უნდა არ ვაპირებ ხატვას თავი დავანებო.

6.აპირებ საქართველოში დაბრუნებას?

კი რა თქმა უნდა.

7.როგორ ფიქრობ შენი ნიჭი უცხო ქვეყანაშ უფრო დაფასდა?

ვფიქრობ ,რომ კი, უფრო განვითარდი ამ მხრივ. მოწონთ ჩემი ნამუშევრები და პატარა შემოსავალიც მაქვს,  ამ კუთხით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap