30 ივნისს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით იხსნება

30 ივნისს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით გაიხსნება. ინფორმაციას თავად მუზეუმი ავრცელებს.

პანდემიის შემდეგ, მუზეუმი, სახელმწიფო რეგულაციების თანახმად, ახალი წესებით უმასპინძლებს დამთვალიერებელს. დაცული იქნება ყველა ის ზომა და რეკომენდაცია, რომლითაც მსოფლიოს მუზეუმებში ხელმძღვანელობენ.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი რამდენიმე ახალი ექსპოზიციით იხსნება. სივრცეს დაემატა მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი მხატვრის ანა შალიკაშვილის ახალი დარბაზი.

გარდა ამისა, ფონდიდან მუზეუმის კედლებზე გადაინაცვლებს ქეთევან მაღალაშვილის აქამდე უცნობი ნამუშევრები და ეწყობა მხატვრის ახალი ექსპოზიცია. ასევე, მუდმივმოქმედ ექსპოზიციას შეემატა ახალგაზრდა მხატვრის. გიორგი კუხალაშვილის ნამუშევრების მთელი კედელი.

62

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap