5 ცნობილი ადამიანის წარმატების ისტორია – არასდროს დანებდე

წარმატების ისტორია:

5 ცნობილი ადამიანის წარმატების ისტორია – არასდროს დანებდე:

ადამიანებს ხშირად გვაქვს ისეთი პერიოდები, როდესაც სრულიად დემოტივირებულები ვართ. ასეთ დროს, ვალდებულების მოხდის მიზნით გვიწევს ჩვენი საქმის კეთება და არც ვუფიქრდებით, რომ შეგვიძლია ამა თუ იმ სფეროში ძალიან წარმატებულები გავხდეთ. მართალია, ცხოვრებაში უამრავ სირთულეს ვაწყდებით, თუმცა კარიერული წარმატება, ალბათ, ბევრის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. ჩვენი მიღწევებით კი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგვეძლება ვიამაყოთ.

იმისათვის, რომ არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და არ დავნებდეთ, ამისათვის საჭიროა სწორი და დროული მოტივაცია. ვიმედოვნებ, რომ ამ სტატიაში მოყვანილი წარმატებული ადამიანების ისტორიები, რომლებიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია, დაგეხმარებათ, რომ მოგცეთ ძალა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. იქამდე უნდა იბრძოლოთ საკუთარი მიზნებისთვის, სანამ ჩვენს ცხოვრებაში დიდი წარმატება არ მოვა.

ეს ინფორმაცია საინტერესო არ იქნებოდა ეს ადამიანები წარმატებულები, რომ არ ყოფილიყვნენ. ადამიანის წარმატებას მისი რუტინა, ჩვევები და ქმედებები განაპირობებს, ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს რომელი ჩვევების დახმარებით მიაღწიეს წარმატებას გამოჩენილმა ადამიანებმა.

 

1. ჯოან როულინგი

წარმატების ისტორია

1994 წელს ჯოან როულინგს რთული პერიოდი ჰქონდა: ქმარს დაშორდა, სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარების სახით მიღებული თანხა, საცხოვრებლად არ ჰყოფნიდა და ვერც შვილის გამოკვებას ახერხებდა. ეს ყველაფერი ხდებოდა სამი წლით ადრე, სანამ მისი პირველი  წიგნი, ჰარი პოტერი და ფოლოსოფიური ქვა გამოვიდოდა.

ამ დროს, ის იმდენად ღარიბი იყო, რომ ასლის გადასაღები თანხაც არ ჰქონდა. ჯოანი 90 000 სიტყვიან მოთხრობას ხელით წერდა და სხვადასხვა გამომცემელს უგზავნიდა.

მისი ნაშრომი არაერთხელ დაიწუნეს, თუმცა პატარა ლონდონურმა გამომცემლობამ ჯოანს შანსი მისცა და მისი წიგნიც დაიბეჭდა. ეს ყველაფერი, კი გამომცებლობის აღმასრულებელი დირექტორის , 8 წლის შვილის დამსახურებაა, რადგან სწორედ ის მოიხიბლა წიგნით.

 

მისი გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება 2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტი) შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა. 2007 წლის „სანდი ტაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი — ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის. ჯოანი აგრეთვე ქველმოქმედია და გაწევრიანებულია ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.

 

2. სტივენ კინგი

როცა კინგმა პირველად  დაწერა, ძალიან მძიმედ იყო. ის, მეუღლესთან ერთად ტრაილერში ცხოვრობდა, რამდენიმე ადგილას მუშაობდა და ოჯახის ხარჯების დაფარვას ძლივს ახერხებდა. მას ტელეფონიც კი არ ჰქონდა, რადგან ვერ ახერხებდა გადასახადების დაფარვას.

კინგს, 60 ჯერ უთხრეს უარი, სანამ მისი პირველი წიგნი ,,მინის იატაკი’’ გამოვიდოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც მან Signet Books – თან გააფორმა ხელშეკრულება, მისი წარმატებული კარიერაც დაიწყო.

გაყიდული აქვს წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი და კარგად ცნობილია საშინელებათა ლიტერატურის ჟანრში, რომელშიც ჟანრის ისტორიის საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩევა. მას ასევე დაწერილი აქვს არაერთი სასცენო ტექსტი როგორც ფანტაზიის, ასევე არაფანტაზიის ჟანრში. ავტორია ტელესცენარებისა, მათ შორის, კომიკურ სტილში. მოღვაწეობს როგორც ჟურნალისტი.

 

3. ჯიმ კერი

ჯიმ კერი 14 წლის იყო, როდესაც მისმა მამამ სამსახური დაკარგა და ოჯახს პრობლემები შეექმნა.

ოჯახი ნათესავის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. 14 წლის ასაკში ოჯახს, რომ დახმარებოდა, სკოლის შემდეგ,  8 საათის განმავლობაში ქარხანაში მუშაობდა.

15 წლისამ, პირველად შეასრულა კომედიური გამოსვლა. 16 წლისამ სკოლას თავი დაანება, რომ სრულად გადართულიყო კომედიურ შოუებზე.

შემდეგ, ის ლოს ანჯელესში გადავიდა სადაც თვეების განმავლობაში მანქანაში ეძინა და მის წარმატებულ მომავალზე ოცნებობდა.

შემდეგ გამოვიდა ‘’ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი’’, რამაც ჯიმ კერის ოცნება აუხდინა. დღეს კი იგი ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსია. მას მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ ცნობილ ფილმში, საიდანაც დაიმსახურა მაყურებლის სიყვარული.

 

4. სარა ჯესიკა პარკერი

წარმატების ისტორია

სარა ჯესიკა პარკერი ოჰაიოში, ერთ-ერთ ღარიბ უბანში დაიბადა. სარას პატარაობიდანვე მოუწია სამსახური ეშოვნა, რადგან დახმარებოდა ოჯახს, რომელიც 10 წევრისგან შედგებოდა.

მიუხედავად ბევრი სირთულისა, სარას და მის და-ძმებს დრო ხელოვნებისთვის მუდამ ჰქონდათ. სარა დადიოდა ბალეტზე, ესწრებოდა ბროდვეის მიუზიკლებს.

მალე ოჯახი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც სარამ გადაწყვიტა, მსახიობობას სერიოზულად მოკიდებოდა შრომობდა და სწავლობდა ბევრს, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფილმში. ძალიან მალე კი სექსი დიდ ქალაქში – ს მთავარი პერსონაჟი გახდა და მისი ოცნებაც ახდა. დღეს მას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს ამერიკაში. იგი 4 ოქროს გლობუსის, ორი კინომსახიობთა გილდიის და ორი ემის ჯილდოს მფლობელი მსახიობია. მასე, ასევე, უმუშავია ტელევიზიასა და თეატრში.

 

5.ოპრა უინფრი

წარმატების ისტორია

ოპრას რთული წარსული ქონდა, ის ბულინგის მსხვერპლი იყო. დასცინოდნენ, წონის, კანის ფერის, სექსუალური ცხოვრების გამო. მაგრამ ის არ ნებდებოდა, მან იცოდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავის რწმენა და ოცნების ასრულება იყო.

მის ბიოგრაფიას თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ მას მთელი ცხოვრების განმავლობაში უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა.

ის მრავალჯერ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.  ის 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა,ბავშვი დაბადებიდან 2 კვირის შემდეგ დაიღუპა.

ოპრა ცხოვრებას აგრძელებდა, მან სკოლა წარმატებით დაასრულა და უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოხვდა. ის ყოველდღე იბრძოდა, რომ აეხდინა ოცნება და გამხდარიყო წარმატებული არხის წარმატებული წამყვანი. დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი აფრო-ამერიკელი ქალი და წარმატებული მსახიობი და ტელეწამყვანია.

 

 

დღეს, ყველა თქვენგანისთვის ცნობილია ამ ადამიანების შესახებ. ადამიანების, რომლებიც, რომ არა ძლიერი სურვილი და შემართება დღეს წარმეტებულები ვერ იქნებოდნენ და უბრალო იმედგაცრუებულ ადამიანებად დარჩებოდნენ.

წარმატების ისტორია

467
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია