“სიცოცხლის მეორე შანსი იმიტომ მომეცა, რომ ყველაფერი შევძლო”-ლია ჩაჩიბაიას გზა, ტრაგიკული შემთხვევიდან დღემდე

ზუსტად 5 წლის წინ, 29 მაისს მეცხრე სართულიდან გადმოვარდა… მიუხედავად იმისა, რომ  შანსი ცოტა იყო, მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და გადარჩა.

3 დღე კომაში იყო სწორედ ამ დროს , მოკვეთეს ხელი. თუ ხელის ამპუტაციას არ გაუკეთებდნენ, განგრენა განვითარდებოდა და მერე უკვე ვეღარ გადარჩებოდა.

 3 დღის მერე როცა გავიღვიძა, გაიღვიძა და სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო მის ცხოვრებაში.

აღმოჩნდა ყველაზე ძლიერი და სიცოცხლის მოყვარული გოგო.

ახალ გამოწვევებს,ახალ რეალობას შეხვდა მედგრად,უშიშრად და ასე შეაბიჯა მის ახალ სამყაროში.

ახლა ლიას ჩვენი დახმარება სჭირდება,რადგან მისი ოცნება ავასრულოთ და შევაგროვო  ფული ხელის პროთეზისთვის, თითოეული ადამიანის ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია! მას  უბრალოდ, ოცნებების სჯერა და იმის, რომ თქვენ ამაში დაეხმარებით.

TBC Bank
მიმღები: ლია ჩაჩიბაია.
ანგარიშის ნომერი

GE81TB7998345063600028
ლიბერთი ბანკი:

GE27LB0711194815443000
საქართველოს ბანკი:

GE63BG0000000666893300

EDITORI.GE დაუკავშირდა ლია ჩაჩიბაიას,რადგან ჩვენს მკითხველს,შეძლებისდაგვარად ახლოს გავაცნოთ ,თუ როგორი დიდი გულის მქონე ადამიანია ის.

თამამად შეიძლება ითქვას,რომ ეს პატარა გოგო არის სიმბოლო სიძლიერის,სიცოცხლის და რწმენის.

იხ.ინტერვიუ :

1.ლია გამარჯობა,გაეცანი ჩვენს მკითხველს ,რანდენი წლის ხარ საიდან ხარ ,რას საქმიანობ ?

გამარჯობა მე ვარ ლია ჩაჩიბაია 24 წლის, თბილისიდან. ვარ პარასპორტსმენი კერძოდ მოცურავე და ასევე ტაიკვანდოისტი.

2.მოგვიყევი შენი ისტორია უფრო  დეტალურად  შენ ამაზე ხმამაღლა და ღიად საუბრობ ამიტომ თავს უფლებას მივცემ და გკითხავ როგორ დაკარგე ხელი?

ხელი 16 წლის ასაკში დავკარგე, მე 9 სართულიდან გადმოვვარდი და მივიღე ძალიან მძიმე ფიზიკური დაზიანებები, როგორც სასიცოცხლო ასევე მარჯვენა კიდურის, რის შედეგადაც ვერ მოხერხდა ჩემი ხელის ნერვიული აღდგენა და აუცილებელი გახდა ხელის მოკვეთა.

3 დღე კომაში ვიყავი, ამ დროს მომკვეთეს ხელი. რა თქმა უნდა, რადგან მე გათიშული ვიყავი ჩემს თანხმობას ვერ მიიღებდნენ, ეს მშობლების თანხმობით მოხდა. თუ ხელის ამპუტაციას არ გამიკეთებდნენ, განგრენა განვითარდებოდა და მერე უკვე ვეღარ გადავრჩებოდი. 3 დღის მერე როცა გავიღვიძე, დაბმული ვიყავი, რომ ამ ამბის გამო არ გავგიჟებულიყავი. ექიმების ფუსფუსი და ჩურჩული მესმოდა: „არ იცის, ვერ ვეტყვით“ და ა.შ. მივხვდი, რომ რაღაც პრობლემა იყო. ფეხები გავამოძრავე – ვგრძნობდი, ამით უკვე ბედნიერი ვიყავი. თავი მარცხენა მხარეს მქონდა დაბმული და მაგაზე მივხვდი, რომ მარჯვენა ხელი დავკარგე.

სანამ მივხვდებოდი, რომ ხელი არ მქონდა, მეგონა, რომ ვერ ვლაპარაკობდი და ხმა დავკარგე. ვერ ვიძახდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვას – „დედა“. ზუსტად ამან გამაგიჟა, მეგონა, რომ ხმას ვეღარასოდეს ამოვიღებდი. არადა, აპარატი, რომელზეც შეერთებული ვიყავი, ბოლომდე იყო ჩასული და მიზეზიც ეს იყო, რატომაც ხმას ვერ ვიღებდი. აპარატის მოხსნის მერე რომ ვთქვი პირველი სიტყვები – „დედა მინდა“ – უბედნიერესი ვიყავი მართლა.

დედაჩემს ძალიან გაუხარდა ხელის დაკარგვას ასე მშვიდად რომ შევხვდი, ცხოვრება გავაგრძელე, გავუძელი ყველა გამოწვევასა და სირთულეს.

3.თუ გქონდა მომენტი,როცა ფიქრობდი რომ ასე ცხოვრებას ვერ შეძლებდი?

არასდროს მიფიქრია იმაზე რომ რაღაცას ვერ შევძლებდი, პირიქით სულ იმის მჯეროდა რომ სიცოცხლის მეორე შანსი იმიტომ მომეცა რომ ყველაფერს შევძლებ რასაც მოვინდომებ და ამაში დარწმუნებული ვარ!

4.შენ ხარ ნათელი მაგალითი, იმისა რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არ არსებობს და ზოგადად ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია,როგორ ახერხებ ამ განწყობის შენარჩუნებას ?

ყველაფერი რაც დღეს გამაჩნია სიცოცხლის სიყვარულმა შემაძლებინა და იმ ხალხმა ვინც ზურგს მიმაგრებდა რთულ მომენტებში. შეუძლებელი არაფერია! თუმცა რათქმაუნდა შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს, რადგან ბევრ რამეში მზღუდავს ჩემი ქვეყანა.

5. შეგიძლია უფრო კონკრეტულად  გვითხრა ,რატომ ფიქრობ ასე ?

დღეს მე სამსახური არ მაქვს, რადგან არ მაქვს მარჯვენა ხელი, და ისმის კითხვა შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს?! თურმე არსებობს, თუმცა ეს მოდის საზოგადოებისგან, ეს დამოკიდებულება და არა ჩემგან .ფაქტობრივად ვიჩაგრები და 24 წლის გოგოს არ მაქვს სამსახური როცა ჩემი ტოლი გოგო ბიჭები სხვაგვარად უნდა ცხოვრობდნენ. ამაზე ძალიან ვწუხვარ და განვიცდი მაგრამ უძლური ვარ.

6.რას ურჩევდი ადამიანებს ვინც ეხლა გადიან ცხოვრებაში რთულ გზას?

არვიცი ადამიანებს რა უნდა ჰქონდეთ იმაზე კარგი ვიდრე სიცოცხლეა დედამიწაზე, ყველაზე რთული მომენტებიც კი ჩაივლის, უბრალოდ საჭიროა შინაგანი რწმენა რომელიც ყველა პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

7.რა გეგმები გაქვს?

ჩემი გეგმები ზღაპარს ჰგავს, რომელიც ბოლოს კარგი დასასრულით მთავრდება! გეგმაში მაქვს რომ ერთ-ერთი საუკეთესო ქალი სპორტსმენი გამოვძერწო ჩემგან და მე ამას აუცილებლად შევძლებ.

8.რა არის შენი ოცნება?

ჩემი ოცნებაა ამ ეტაპზე არის ,რომ მქონდეს ჩემი საკუთარი სახლი, და სამსახური სადაც სრულფასოვან ადამიანად ვიგრძნობ თავს!

364

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap