„ნაბეღლავის” ახალი, იაპონური რეკლამა

Nabeghlavi Japan-ის ფეისბუკგვერდი ქართული მინერალური სასმელის ახალ იაპონურ რეკლამას ავრცელებს, რომელიც ცნობილი იაპონელი რეჟისორის, მიკა მინაგავას მიერ შეიქმნა.

ჯერ კიდევ, 2020 წლის თებერვალში გახდა ცნობილი, რომ „ნაბეღლავი“ იაპონიის ბაზარზე სპეციალური შეფუთვით გაიყიდებოდა, ვინაიდან საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართული წყლის ცნობადობა იაპონიაში დღითი დღე მატულობდა. სწორედ ამის ნიშნად, მალე „ნაბეღლავი“ იაპონელ აუდიტორიასთან, საგანგებოდ ამ ქვეყნის ბაზრისთვის შექმნილი ორიგინალური შეფუთვითაც წარდგება.

93

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap