ამიშები-რელიგიური ჯგუფი აშშ-ში, რომელიც ცივილურ სამყაროს გაემიჯნა

ამიშები – პენსილვანიის შტატში, ფილადელფიიდან რამდენიმე საათის სავალზე, ათობით ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც XXI საუკუნის მიღწევებს პირდაპირი მნიშვნელობით, არ აღიარებს. ამერიკის ყველაზე ხალხმრავალ შტატებში დასახლებული სათვისტომო ელექტროენერგიას ჭრაქის შუქს ამჯობინებს, კომუნიკაციის არანაირ საშუალებას არ იყენებს და ტრანსპორტის განვითარებული სახეობის ნაცვლად, უპირატესობას ეტლში შებმულ ცხენს ანიჭებს. ეს ადამიანები ცხოვრების უბრალო წესით გამოირჩევიან და საჯარო სტრუქტურებში მუშაობას საოჯახო მეურნეობა ურჩევნიათ.

ამიშები300x200ადამიანები, რომელთაც მარტივადნაშენები სახლები და რვაკლასიანი განათლება ჰყოფნით, ამიშების სახელით არიან ცნობილი და მენონიტების რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენენ. რელიგიური ერთობა 1693 წელს, იაკობ ამანის ხელმძღვანელობით, შვეიცარიაში ჩამოყალიბდა და ამერიკიდან ევროპაში დევნის შედეგად გადმოინაცვლა.

ამიშები,როგორც უკვე აღვნიშნეთ წარმოადგენდნენ მენონიტების რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განშტოებას, რომლის მიმდევრებიც გამოირჩევიან უჩვეულო ჩაცმულობით, მარტივი ცხოვრების წესით და ყოველგვარი ტექნოლოგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ, 250 ათასი ამიში ცხოვრობს. კარჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად, ისინი მიყრუებულ ადგილებსაც სულაც არ ეტანებიან, მათი უმეტესობა ისეთ ხალხმრვალ შტატებშია დასახლებული, როგორც ოჰაიო, ინდიანა, პენსილვანია და ნიუ-იორკია.
ამიშების სარწმუნოებრივი დოქტრინა ბიბლიის მკაცრ და ზედმიწევნით ზუსტ განმარტებაზეა დაფუძნებული.
სხვა ანაბაპტისტების მსგავსად, ნათლობას მხოლოდ ზრდასრულ ასაკში აღიარებენ, ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და ყველანაირ სამხედრო მოქმედებას ეწინააღმდეგებიან. უმეტესი მათგანი ღვთისმსახურებისთვის საკულტო გამოსახულებებს არ იყენებს და სახლში ლოცვას ამჯობინებს, მისიონერობას არ აღიარებს და თავის რიგებში მათთვის აქამდე უცნობ ახლადმონათლულებს ნაკლებად უშვებს.
ამიშები300x198ამიშები ჯვრისწერას მხოლოდ ერთმორწმუნეთა შორის უშვებენ, რის გამოც, თანამედროვე სამყაროსთვის უჩვეულო, გენეტიკურად ჩაკეტილი ადამიანური პოპულაცია ჩამოაყალიბეს. ახლონათესაური ქორწინების გამო, ამიშების ზოგიერთი სათვისტომოსთვის შთამომავლობითი დაავადებები უცხო არ არის.
 ამიშებისთვის მრავალშვილიანობა საამაყოდ ითვლება, შობადობის მაღალი მაჩვენებლისა და სიკვდილიანობის უმნიშვნელო შემთხვევების გამო, მსოფლიოში დემოგრაფიულად ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მატებად ხალხს მიეკუთვნებიან. რთულ მდგომარეობაში უპირატესობას ურთიერთდახმარებას ანიჭებენ და ნაკლებად ელიან მხარდაჭერას ხელისუფლებისა და სადაზღვეო კომპანიებისგან.
არც თუ ისე უმნიშვნელო რაოდენობის მიუხედავად, ამერიკის მოსახლეობის უმეტესობას, მათი არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს.

კიდევ ერთი სპეციფიურობა, რაც შვეიცარიელ ამიშებს ახასიათებთ ეს არის დაკრძალვის ტრადიცია, მათისაფლავი მონიშნულია მხოლოდ ხის ძელით, რომელზეც გარდაცვლილის ინიციალებია ამოტვიფრული. დროთა განმავლობაში საფლავის ეს დეკორაცია ქრებოდა, რაც მიუთებდა ცხოვრების სწრაფწარმავლობასა და პიროვნების უმნიშვნელობაზე.

პენსილვანიის ამიშები კი იყენებენ ჩვეულებრივ საფლავის ქვებს, მას სრულად აწერია გარდაცვლილის სახელი და გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები.

418
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია