ანი წამალაშვილი – დამწყები მხატვარი ბოლნისიდან

ანი-წამალაშვილი300x236ანი წამალაშვილი – ხატვის სურვილი ნებისმიერი ასაკის, სქესისა და პროფესიის ადამიანს აქვს, მაგრამ ეს ნიჭი ცოტას თუ აღმოაჩნდება. ალბათ, ვერ წარმოგიდგენიათ ხატვის პროცესი რა სასიამოვნო და შვების მომგვრელია, შედეგი ხო საერთოდ!

ყოველდღიურობიდან გამომდინარე, დეპრესია ხშირად გვიპყრობს, რადგან დღის განმავლობაში უამრავი ცუდი რამ ხდება ჩვენ ირგვლივ. ვცდილობთ არ დავითრგუნოთ, რასაც ადამიანები სხვადასხვა ხერხით უმკლავდებიან. ხატვა ერთ-ერთი მათგანია, რადგან იგი სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოცაა.

თქვენ შეიძლება არც გიფიქრიათ, როდესაც ხელში ფუნჯსა და ფანქარს აიღებთ რამხელა შინაგან ენერგიას ეუფლებით. წამშივე გადაგეშლებათ ის შინაგანი სამყარო, რომელიც ადამიანის სულიერი გამოხატულებაა. მისი მრავალფეროვნება, სიფერადე და არაორდინალურობა გაძლევთ იმის უფლებას, ენით აღუწერელი განცდები და ემოციები ტილოზე გადმოიტანოთ და ამით გამოხატოთ სათქმელი.

ანი-წამალაშვილი286x300ჩემი დღევანდელი რესპონდენტი, 23 წლის დამწყები მხატვარი, ანი წამალაშვილია ქალაქ ბოლნისიდან. სკოლის დასრულების შემდეგ, “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში” ჩააბარა ბიზნესის ფაკულტეტზე, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მოუწია სწავლის შეჩერება. ამის გამო, თავისი პროფესიით არ უმუშავია. ბავშვობიდან მღერის, როგორც ქართულ ფოლკლორს, ასევე საეკლესიო საგალობლებს. ფიქრობს, რომ სიმღერა და ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ გარეშე ცხოვრება არ წარმოუდგენია. ხატვისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში გაუჩნდა, რისი დამსახურებაც ბებიას და დედას მიუძღვის.

ანი იხსენებს, როგორ ასწავლიდნენ ისინი ლამაზი ყვავილებისა და გოგონების დახატვას, რომელიც ასე მოსწონდა. 17 წლის ასაკში რამდენჯერმე დაესწრო ნოდარ გოგებაშვილის მასტერკლასებს, რის შემდეგაც მალევე გადავიდა ფანქრიდან საღებავზე. სამწუხაროდ, ეს პროცესი ხანგრძლივი არ აღმოაჩნდა, რადგან აბიტურიენტობამ საყვარელი საქმიანობის დახვეწაში ხელი შეუშალა. 2 წელია რაც ხატვის პროცესი აქტიურად განაგრძო და ფიქრობს, რომ აქამდე დროს ტყუილად კარგავდა. ყოველთვის ცდილობდა რაიმე განსხვავებული დაეხატა, რათა გარშემომყოფების მოწონება დაემსახურებინა. მისი შემოქმედებით სურს, ადამიანებს დაანახოს თუ რამდენად მრავალფეროვანი და ლამაზია სამყარო, მისი ბუნებრივი სიჭრელით. რასაც თავისი ნახატებიც ადასტურებს. იგი ძირითადად ხატავს ბუნების პეიზაჟებსა და სხვადასხვა მოვლენას, რომელიც მას ესთეტიკურად მიაჩნია. მისთვის შთაგონების წყარო ოჯახი და ის ადამიანები არიან, რომელთანაც ყველაზე სასიამოვნო დროს ატარებს. ფიქრობს, რომ არა სიყვარული, ალბათ, იგი ვერ იქნებოდა ისეთი ლაღი და თავისუფალი, როგორიც ახლაა. შესაბამისად არც მისი შემოქმედება იქნებოდა ისეთი თვალისმომჭრელი, როგორიც გაზაფხულია.

უყვარს ბუნების გაღვიძება და მასში ცხოვრების ახალ ეტაპთან ერთად, ხელოვნების მუზას ხედავს, რომელსაცანი-წამალაშვილი300x266 შემდგომ ტილოზე გამოხატავს. მიაჩნია, რომ წელიწადის ოთხივე დრო განსაკუთრებულია თავისი სილამაზით. დროის შეგრძნებას კარგავს, როდესაც ხატვის სურვილი იპყრობს. უნდა, რომ ამ საქმიანობას იმაზე მეტი დრო დაუთმოს, ვიდრე ამას ახერხებს. თუმცა მის მიერ გამოყოფილი ხატვის დრო, მისი შვლის ძილის რეჟიმზეა დამოკიდებული. მოსწონს მარტო ხატვა, რადგან ასე უფრო მარტივად შეუძლია გადმოსცეს სათქმელი.

მიუხედავად პროცესის სირთულისა, თითოეული ნახატი ინდივიდუალურ დროს საჭიროებს დასასრულებლად. ამ ეტაპზე, ხატვის ერთი კონკრეტული მიმდინარეობა არჩეული არ აქვს. უყვარს სიახლეები და სურს ყველანაირი მიმართულება გამოსცადოს. გამორჩეულად დიდ სიამოვნებას პეიზაჟებისა და სიძველეების ხატვა ანიჭებს. გამომდინარე იქედან, რომ ამ სფეროში დამწყებია, თვლის რომ მხატვრის საქმიანობა საქართველოში ნაკლებად შემოსავლიანია. მხატვრობის უარყოფით მხარედ შრომის სათანადოდ არ დაფასებას მიიჩნევს. დასძენს, რომ უამრავ დროსა და ენერგიას დებს თითოეულ ნახატში, შემდგომ კი მისი გაყიდვა მინიმალურ ფასად უწევს. სურს, რომ ეს საქმიანობა არ ექცეს უბრალო ჰობად, რადგან თვლის, რომ ეს ცხოვრების წესთან ერთად, შემოსავლის წყაროდაც უნდა აქციოს. გამორჩეულად საყვარელი მხატვარი არ ჰყავს. ფიქრობს, რომ თითოეულ ნახატში უნდა შევძლოთ და დავინახოთ განსხვავებული. ადამიანებს, რომლებიც ხატვით არიან დაკავებულნი, მაგრამ თავს იკავებენ, რომ ისინი ფართო აუდიტორიამ არ გაიცნოს, ანი მათ ურჩევს, ბევრი იშრომონ საკუთარი თავის განვითარებაზე. რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუფასდებათ. დააფოსონ თავიანთი ნიჭი, რადგან შეგეძლოს ხატვა, მართლაც უნიკალური უნარია, რომელიც ბევრს არ აქვს. არ მოერიდოთ საკუთარი ნამუშევრების, რადგან ამ პროფესიას უყვარს გაბედულობა. დაისახონ მიზანი და ყველაფრის მიუხედავად იგი განახორციელონ.

მხატვარი ანი წამალაშვილი.

გთავაზობთ მის FACEBOOK ჯგუფს: Art Ani ანის ნახატები, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მისი შემოქმედება.

1,195
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია