„ბარსელონას“ სტადიონი ვაქცინაციის ცენტრად გადაიქცევა

„ბარსელონას“ სტადიონი ვაქცინაციის ცენტრად გადაიქცევა. კატალონიური კლუბის ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ და კატალონიის ჯანდაცვის მინისტრმა, ალბა ვერხესმა მიაღწიეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხელისუფლების მიზანს რაც შეიძლება მოკლე დროში მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველკვირეულად 500 000 ადამიანის აცრაა საჭირო.

„ბარსელონას“ სტადიონი „კამპ ნოუ“ ევროპის ყველაზე დიდი არენაა და 99 354 მაყურებელს იტევს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსის 3 228 803 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 73 543 ადამიანი გარდაიცვალა.

148
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია