Beauty House – ქართული სილამაზის სახლი ბარსელონაში

ალბათ ყველა ემიგრანტის ოცნებაა,ემიგრაცაში თავისი საყვარელი საქმის კეთება შეძლოს.ხშირად ჩვენს სურვილებს და ოცნებებს უცხო ქვეყანა გვავიწყებს და სრულიად  სხვა მიმართულებით მივყავართ.

თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,რომ შეუძლებელი არსად არაფერია.მონდომებას და ბევრ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

ძალიან მიხარია,როცა ვიგებ  ემიგრანტების გამრჯვების ,ისტორიებს. გამარჯვებას იმ ყოველდღიურ ბრძოლაზე, რაც თან ახლავს უცხო ქვეყანაში ცხოვრებას.

Editori.ge ამჯერად დაუკავშირდა ქალბატონ ნინო მეზვრიშვილს,რომელმაც 14 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად,მიაღწია იმას  რომ დღეს საყვარელი საქმით არის დაკავებული  ესპანეთში,კერძოდ  კი ბარსელონაში და საკუთარ სილამაზის სალონს ხელმძღვანელობს.(BeautyHouse Perruqueria)

იმისათვის ,რომ გაიგოთ ,რას საქმიანობს ნინო და რა გზა გაიარა მან აქამდე მოსასვლელად იხილეთ ინტერვიუ:

1.მოგესალმებით,გაეცანით ჩვენს მკითხველს სახელი,გვარი,საიდან ხართ?

მე ვარ ნინო მეზვრიშვილი,საქართველოდან,კერძოდ თბილისიდან,41 წლის.

2.რამდენი წელია რაც იმყოფებით ესპანეთში?

14 წელია რაც ესპანეთში ვცხოვრობ.

3.როდის დაიწყეთ თქვენი საყვარელი საქმის კეთება,ვგულისხმობ სალონის გახსნას

ერთი თვეა,ჯერ ახლები ვართ,მომხმარებელს ვთავაზობთ პირველრიგში ხარისხს.

4.რას სთავაზობთ მომხარებელს?

თმის მოწესიგება,კერატინი,შეჭრა,შეღებვა,ასევე გვაქვს სალონში მაღალი ხარისხის პროფესიონალური შამპუნები რომელიც გაყიდვაშია,სადღესასწაულო ვარცხნილობები,მაკიაჟი,ფრჩხილების მოწესრიგება,შილაკი,დაგრძელება,წარბების კორექცია,პროფესიონალური დონის სამკურნალო მასაჯები, როგორიც არის კინოზოთერაპია,ცერემბრალური დამბლა,ანტიცელულიტური მასაჯები,პერმანენტური მაკიაჟი.

5.რა იყო მანამდე?იყო რთული გზა თუ,თქვენს შემთვევაში არა?

კი რათქმაუნდა იყო ძალიან რთული გზა,რომელიც ღვთის წყალობით გადაილახა და დღემდე მუდმივი შრომით,დაუღალავად მივდივარ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ.

 6.როგორ გაიარეთ ყველაზე რთული პერიოდი კარანტინი?

ალბათ როგორც ყველამ,დიდი სურვილი მქონდა მეკეთებინა ის საქმე რაც მიყვარს, თუმცა გარემოება არ მაძლევდა ამის საშუალებას,რადგან სიტუაცია იყო საკმაოდ რთული.

7.რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

პირველ რიგში ვიყო ადამიანი და ვაკეთო სიკეთე. რა თქმა უნდა გავაუმჯობესო შესაძლებობები და მუდმივად მზად ვიყო ახალი რთული გამოწვევებისთვის, რომლიც ცხოვრებას თან სდევს.

93

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap