დიეგო მარადონა გარდაიცვალა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ის 60 წლის იყო. ამის შესახებ CNN Brasil-ი იუწყება. ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. 259

ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

100 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ილია სულამანიძემ თურქი მერთ სისმანლარი დაამარცხა, ფინალამდე კი ფრანგ და შვეიცარიელ მეტოქეებს აჯობა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც მედლისთვის შეხვედრაში პოლონელ ძიუდოისტს მოუგო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 159

ქართველმა ნიჩბოსანმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

16 წლის ქართველმა სპორტსმენმა ალექსანდრე წივწივაძემ უნგრეთში გამართულ ნიჩბოსნობის საერთაშორისო ტურნირზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა. „ოლიმპიური იმედების“ სახელწოდების მქონე შეჯიბრზე წივწივაძემ პირველი ადგილი 500 და 1000-მეტრიან დისტანციაზე დაიკავა და კონკურენტებს სერიოზული უპირატესობით აჯობა. 16 წლის ქართველი ნიჩბოსანი დიდების ტურნირზეც გამოვიდა და B კატეგორიაში ფინალში გავიდა, A კატეგორიაში კი მეშვიდე პოზიცია დაიკავა. 206

20 წლის ქართველი კალათბურთელი იტალიურ ვირტუსში ითამაშებს

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კახა ჟღენტი კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. 20 წლის გამთამაშებელმა კონტრაქტი სერია ბ-ს კლუბთან, „ტალოს ბასკეტ რუვოსთან“ გააფორმა. ჟღენტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაშიც იტალიაში გამოდიოდა, თუმცა ტრავმის გამო 2 წელი გაუცდა. 2018 წელს საქართველოს 18-წლამდე ასაკის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, წელს კი 20-წლამდე გუნდში კონტინენტის პირველობის ბ-ე დივიზიონში უნდა გამოსულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო […]

საფრანგეთში მცხოვრები პატარა ქართველი ბოქსიორი ბიჭი, რომელსაც ტრამპლინს უწინასწარმატყველებენ

ბაძგარაძე გიორგი 15 წლისაა, 8 წელია საფრანგეთში, ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ბავშვობიდან გატაცებული იყო ბოქსით,9 წლის ასაკიდან  კი დაიწყო ვარჯიში და მიაღწია იმას,რომ საფრანგეთის ბოქსის ისტორიაში ,ის იყო ყველაზე პატარა კანდიდატი,  ვისაც შესთავაზეს საფრანგეთის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება. გიორგის დიდი მიღწევები და წარმატებები აქვს,მომავალში,პროფესიონალები  ტრამპლინს უწინასწარმატყველებენ . როგორც აღმოჩნდა ის ძალიან თავმდაბალი და მორიდებულია,სწორედ ამიტომ  EDITORI.GE მისი […]

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანური „ბასკონიადან“ მოსკოვის „ცსკა-ში” გადავიდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ რუსულმა კლუბმა Twitter-ზე დაწერა. “გელოდებით მოსკოვში” – აწერია მოსკოვის ცკსა-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს. 363

ეთერ ლიპარტელიანი- პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მის სახელს ბევრი წარმატება უკავშირდება. დღეს ქართველი საზოგადოებისათვის და არა მარტო ქართველებისათვის ის არის ერთ-ერთი საამაყო სპორტსმენი, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. ეთერს წინ კიდევ უფრო ბევრი გამარჯვება და წარმატება ელის. EDITORI.GE დაუკავშირდა ეთერ ლიპარტელიანს, იმის გასაგებად, თუ როგორ გრძნობს თავს, სად ატარებს კარანტინს და რა გეგმები აქვს. გთავაზობთ ინტერვიუს.  1.დავიწყოთ შენი კარიერით, მსოფლიო ჩემპიონის […]