საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა. დაძაბულ ბრძოლაში საქართველომ 6-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა და საბოლოო ანგარიში 29:15 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მორაგბემ, თორნიკე ჯალაღონიამ მატჩის დასაწყისში ლელო დადო და გუნდი დააწინაურა. ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მე-2 ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდენ. 584

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება

კიდევ ერთი გამარჯვება როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე ჩვენი ნაკრები დასკვნითი მატჩში კანადის წყალბურთელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება ვერ მოახერხა და დღევანდელ შეხვედრას ტურნირის მეშვიდე ადგილის მფლობელი უნდა გაერკვია. მატჩის პირველი პერიოდი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით დასრულდა – 4:2. მეორე პერიოდში ქართველი წყალბურთელების უპირატესობა კიდევ უფრო […]

ზაალიშვილმა რუსი ბაშაევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა

მეორე ოქროს მედალი თელ-ავივში დასრულებულ გრანდ სლემზე დღეს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა ტატამზე და ექვსივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ. ჩვენი მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ფინალში რუსი ტამერლან ბაშაევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონაში გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები […]

ქართველმა ძიუდოისტებმა თელ-ავივის გრან სლემზე ვერცსლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

თელ-ავივის გრანდსლემზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით სამი კაცი და სამი ქალი ძიუდოისტი გამოვიდნენ. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა თემურ ნოზაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალური ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოუსთან წააგო. წარმატებულად იასპარეზა ეთერ ლიპარტელიანმაც (57 კგ). მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მის კარიერაში ეს გრანდ სლემზე მოპოვებული პირველი მედალია. 318

“მე არას­დროს და­მი­ნა­ხავს გვი­რა­ბის და­სას­რუ­ლი”- კობი ბრაიანტის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

კობი ბინ ბრაიანტი ზუს­ტად ერთი წლის წინ, ამ დღეს, 26 იან­ვარს, მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა ლე­გენ­და­რუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის, კობი ბრა­ი­ან­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავ­მა. ის კა­ლი­ფორ­ნი­ას­თან მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა. ვერ­ტმფრენ­ში სულ ცხრა მგზავ­რი იყო და მათ შო­რის კა­ლათ­ბურ­თე­ლის 13 წლის გო­გო­ნა, ჯი­ა­ნა. ბორტზე მყოფ­თა­გან არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა. NBA-ის ვარ­სკვლა­ვი თა­ვი­სი 20-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში “ლოს ან­ჯე­ლეს ლე­ი­კერსში” თა­მა­შობ­და. პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე თა­მაშს […]

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მესამედ მოიგო

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მესამედ მოიგო: ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ 2021 წლის სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ გამარჯვებას მიაღწია. ქართველმა მებრძოლმა თითქმის მოილია სანიაკუს წარმომადგენლებთან შეხვედრები და კაჩი კოშისთვის (დადებითი ბალანსი) ბრძოლას რიგით მაეგაშირებთან აგრძელებს. ტოჩინოშინის დღევანდელი მეტოქე მე-7 მაეგაშირა მეისეი იყო, რომელსაც ქართველმა აგრესიული სტილი დაუპირისპირა და საბოლოოდ უვატედაშინაგეს ეფექტური ილეთით დაამარცხა. ლევან გორგაძეს ცხრა საშეჯიბრო დღის […]

მადრიდის ერთ-ერთ ქუჩას, ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი უწოდეს

ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, უკვე 8 წელია ესპანეთში ცხოვრობს და შესაბამისად,  ძიუდოში ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს. ის არის   პირველი ძიუდოისტი ესპანეთში , რომელმაც ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მადრიდში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ნიკოლოზ შერაზადაშვილის სახელი ნობილმა გამოცემა მარკამ კი მას ვრცელი სტატია მიუძღვნა : “ნიკო შერაზადიშვილი პირველი ესპანელი ძიუდოისტია, რომელმაც ვაჟებში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. აქამდე, მხოლოდ […]

როგორია მსოფლიო ჩემპიონის, ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანის ცხოვრება სპორტს მიღმა?!

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი -ეთერ (ეთო) ლიპარტელიანი- მის სახელს ბევრი წარმატება უკავშირდება. დღეს ის  ერთ-ერთი საამაყო სპორტსმენია, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. ძიუდოს სამყაროში მან თავისი სათქმელი უკვე თქვა, თუმცა წინ კიდევ ბერვი ბრძოლისთვის ემზადება და შესაბამისად ჩვენც კიდევ ბერვჯერ ვიამაყებთ მისი სახელით. EDITORI.GE დაუკავშირდა ეთერ ლიპარტელიანს.თუმცა ამჯერად იმის გასარკვევად, როგორია ის სპორტს მიღმა,რა ხდება მის […]

დიეგო მარადონა გარდაიცვალა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ის 60 წლის იყო. ამის შესახებ CNN Brasil-ი იუწყება. ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. 1,299

ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

100 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ილია სულამანიძემ თურქი მერთ სისმანლარი დაამარცხა, ფინალამდე კი ფრანგ და შვეიცარიელ მეტოქეებს აჯობა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც მედლისთვის შეხვედრაში პოლონელ ძიუდოისტს მოუგო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 970