ჩინეთმა პანდემია უკვე დაამარცხა

ჩინეთმა პანდემია უკვე დაამარცხა. კორონავირუსით გარდაცვალების ბოლო შემთხვევა იქ 10 დღის წინ დაფიქსირდა. ქვეყანაში ღიაა სასწავლო დაწესებულებები, კინო-თეატრები, დისკოთეკები, ღამის კლუბები და კვების ობიექტები. ჩინეთი პანდემიამდელ ცხოვრებას დიდი ხნის წინ დაუბრუნდა. არ მოქმედებს კომენდანტის საათი.

ჩინეთში მცხოვრები ქართველები ჰყვებიან, რომ ყველას ინდივიდუალური კოდი აქვს მინიჭებული. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ისეთ ქალაქში წავა, სადაც კოვიდის გავრცელების საფრთხე მაღალია, მისი ინდივიდუალური კოდი გაწითლდება. ამის ნახვა მათ ტელეფონში შეუძლიათ. წითელი კოდის მქონე მოსახლე კი თავშეყრის ადგილებში შესვლას ვერ შეძლებს. მათთვის კი, ვისი აპლიკაციაც მწვანეა, ყველა კარი ღიაა.

ჩინეთში კორონავირუსის შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად პირბადეს ასახელებენ. იქ პირბადის ტარების წესები უკვე შემსუბუქებულია, თუმცა მოსახლეობის ნაწილი მას მაინც ყოველდღიურად იყენებს. მკაცრად კონტროლდება ის ქალაქები და უბნები, სადაც კოვიდის შემთხვევა დადასტურდება.

ვაქცინაცია ჩინეთში ნებაყოფილობითია და უკვე 100 მლნ ადამიანია აცრილი. წლის ბოლოსთვის კი, გეგმის მიხედვით, დაახლოებით 900 მლნ ადამიანი უნდა იყოს აცრილი.

რაც შეეხება ტურიზმს, ტურისტებისთვის საზღვრები ჩინეთს ჯერ არ გაუხსნია. ქვეყანაში შესვლა განსაკუთრებულ შემთხვევაშია შესაძლებელი და ორკვირიანი კარანტინი მოქმედებს.

163
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია