ესპანეთში, ბარის რეკონსტრუქციის დროს, უძველესი ჰამამი აღმოაჩინეს

ეს­პა­ნეთ­ში, სე­ვი­ლი­ა­ში, ბა­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დროს, მშე­ნებ­ლებ­მა კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი ჰა­მა­მი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის მე-12 სა­უ­კუ­ნე­ზე უფრო გვი­ან­დე­ლია. არ­ქე­ო­ლო­გი ალ­ვა­რო ხი­მე­ნე­სი ამ­ბობს, რომ ასე­თი აღ­მო­ჩე­ნა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

რო­გორც BBC წერს, რო­დე­საც მუ­შებ­მა ბა­რის შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და კედ­ლის დან­გრე­ვა და­ი­წყეს, აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ იქ “სა­ი­დუმ­ლო ოთა­ხი” იყო და მარ­თლაც, მავ­რი­ტა­ნუ­ლი სტი­ლის ნა­გე­ბო­ბა აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის სა­ხუ­რავ­საც 88 შუ­ქუ­რა აქვს, ოთა­ხის კედ­ლე­ბი ის­ლა­მუ­რი თე­მა­ტი­კის ულა­მა­ზე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი­თაა მო­ხა­ტუ­ლი.

მშე­ნე­ბე­ლი იხ­სე­ნებს, რომ ჩა­ქუ­ჩის პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე დარ­ტყმის­თა­ნა­ვე გა­მოჩ­ნდა ვარ­სკვლა­ვის ფორ­მის შუ­ქუ­რა, რა­მაც მისი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. ოთა­ხის ფარ­თო­ბი 200 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია და ის და­ყო­ფი­ლია თურ­ქუ­ლი აბა­ნოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თბი­ლი, ცხე­ლი და ცივი აბა­ზა­ნის მი­სა­ღებ ნა­წი­ლე­ბად.

უძ­ვე­ლე­სი თერ­მუ­ლი აბა­ზა­ნე­ბი, ნა­მუ­შევ­რე­ბი, ქან­და­კე­ბე­ბი, კედ­ლის ნა­ხა­ტე­ბი იდე­ა­ლუ­რა­დაა და­ცუ­ლი და შე­მო­ნა­ხუ­ლი. ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ის, რომ ჰა­მა­მი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, მე-20 სა­უ­კუ­ნის არ­ქი­ტექ­ტო­რის, ვი­სენ­ტე ტრა­ვე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ოთა­ხის და­მალ­ვა გა­და­წყვი­ტა და ახა­ლი შე­ნო­ბა ისე ააგო, რომ თურ­ქუ­ლი აბა­ნო სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ე­მა­ლა და და­ეც­ვა შე­საძ­ლო გა­ნად­გუ­რე­ბის­გან.

ცნო­ბის­თვის, სე­ვი­ლია მავ­რი­ტა­ნებ­მა მერ­ვე სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­პყრეს და სწო­რედ მათ მიერ უნდა იყოს აგე­ბუ­ლი ეს უძ­ვე­ლე­სი ძეგლიც.

317
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია