როგორია მსოფლიო ჩემპიონის, ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანის ცხოვრება სპორტს მიღმა?!

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი -ეთერ (ეთო) ლიპარტელიანი- მის სახელს ბევრი წარმატება უკავშირდება. დღეს ის  ერთ-ერთი საამაყო სპორტსმენია, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა.

ძიუდოს სამყაროში მან თავისი სათქმელი უკვე თქვა, თუმცა წინ კიდევ ბერვი ბრძოლისთვის ემზადება და შესაბამისად ჩვენც კიდევ ბერვჯერ ვიამაყებთ მისი სახელით.

EDITORI.GE დაუკავშირდა ეთერ ლიპარტელიანს.თუმცა ამჯერად იმის გასარკვევად, როგორია ის სპორტს მიღმა,რა ხდება მის პირად ცხოვრებაში და რაზე ოცნებობს ძიუდოისტი ქალი.

 

-ეთო დავიწყოთ  შენი ბავშვობით, სად დაიბადე? სად გაატარე ბავშვობა?

მოგესალმებით , მე დავიბადე სვანეთში , ლენტეხის რაიონში. ჩემი ბავშვობა იქ გავატარე 10 წლამდე, მაგრამ შემდეგ მომიწია თბილისში წასვლა სპორტის გამო.

-ბავშვობიდან ამ სპორტზე ოცნებობდი თუ თოჯინებითაც თამაშობდი ოდესღაც?

დიახ ბავშვობიდან ამ სპორტზე ვოცნებობდი. თოჯინებითაც ვთამაშობდი , მაგრამ მერჩივნა ყოველთვის ფეხბურთი, ან სხვა რამე მეთამაშა და ჩემი ენერგია ასე დამეხარჯა.

-მოგვიყევი შენი ოჯახის წევრების შესახებ….

მე მყავს ორი და და ერთი ძმა. ოჯახში სულ ექვსი ადამიანი ვართ დედის და მამის ჩათვლით , მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დიდი დრო არ გამიტარებია ჩემს ოჯახთან.  10წლის ასაკში ბიძამ წამომიყვანა თბილისში და ყველაფერს აკეთებდა, რომ წარმატებული სპორტსმენი გავმხდარიყავი.  მე ძალიან მიჭირდა ეს ყველაფერი ძალიან მენატრებოდა ჩემი ოჯახი სულ ვტიროდი. რამდენჯერმე ვცადე და წავედი სვანეთში, მაგრამ ბიძამ ყველაფერი გააკეთა ,რომ უკან დავბრუნებულიყავი. დაუსრულებლდ შემიძლია ვისაუბრო ჩემს ოჯახზე და საუკეთესო ბიძაზე, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის. პრინციპში ჩემი მამიკო და ბიძა არიან ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში,ჩემს წარმატებაში. დედაც  ყოველთვის გვერდში მედგა და მამხნევებდა ფსიქოლოგიურად, რომ მე ეს ყველაფერი გადამელახა.

-როდის გადაწყვიტე საბოლოოდ ძიუდოისტობა?

ძიუდოისტობა რვა  წლის ასაკში გადავწყვიტე.  მინდოდა რამე სპორტით  დავკავებულიყავი , მაგრამ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ გატაცება არ იყო არამედ ბევრად მეტი იყო ჩემთვის.

სწორედ  მაშინ ბიძასთან ერთად წამოვედი რუსთავში 10 წლის ასაკში. ორი წელი ყოველდღე დამყვებოდა ბიძა ვარჯიშზე რუსთავიდან თბილისში. შემდეგ მე არ მინდოდა უკვე, რომ ასე ყოფილიყო. მთელ დროს მე მითმობდა და ძალიან მეცოდებოდა .ამის მერე დიღმის მასივიდან ორთაჭალამდე ჩემი მწვრთნელი მატარებდა, შემდეგ ჩამსვამდა რუსთავის  მარშუტკაში და იქ ბიძა მხვდებოდა. ასე გავიზარდე…(იცინის)

-ოჯახი დაგთანხმდა?

თავიდან დედა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მამა მხარს მიჭერდა. შევძელით და გადავლახეთ ეს ყველაფერი

-სხვებისგან რა რეაქციები იყო, როცა იგებდნენ რომ შენ იყავი ძიუდოისტი ქალი?

მოგეხსენებათ სვანები ცოტა რთული ხალხი ვართ. როცა  გაიგეს,  რომ ძიუდოზე შევედი ყველა მიკრძალავდა. იყო პრეტენზიები, რომ გოგოსთვის არ იყო ეს სპორტი,რომ  სხეული გამიფუჭდებოდა , ბიჭს დავემსგავსებოდი და ა.შ მაგრამ მე არავის ვუსმენდი და დაჟინებით ვაგრძელებდი ვარჯიშს.

გიფიქრია ოდესმე დანებება?

კი. უკვე როდესაც ვეღარ ვუძლებდი ოჯახის მონატრებას და სულ ვტიროდი ხოლმე მინდოდა თავი დამენებებინა და ოჯახთან ვყოფილიყავი, მაგრამ როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენე, ბიძის დაჟინებით და გვერდში დგომით გადავლახე ყველაფერი და არსად წავსულვარ.

 

-ეხლა რა ხდება სპორტში შენთან?

ეხლა უკვე ოლიმპიური ლიცენზია მაქვს და ვემზადები ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური ჩემპიონატისთვის, მაგრამ მაქამდე გრძელი და რთული გზა მაქვს გასავლელი ჩაინიშნა ძალიან ბევრი ტურნირი. მათ შორის ევროპა და მსოფლიოც…

-პირად ცხოვრებაში რა ხდება? ვიცი რომ შეყვარებული ხარ…

დიახ შეყვარებული მყავს თემურ ნოზაძე ისიც ძიუდოისტია. ერთმანეთი სწორედაც ამ სპორტის დახმარებით გავიცანით ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვუდგავართ , ყოველთვის ვამხსნევებთ ფსიქოლოგიურად და არ ვაძლევთ ერთმანეთს უფლებას ადვილად დავნებდეთ.

ძიუდოისტი-ეთერ-ლიპარტელიანი300x217

-როგორ დაახასიათებდი შენს სიყვარულს?

ალბათ ის ყველაზე კარგი რამ არის ჩემს ცხოვრებაში .. ის ყოველთვის მხარში მედგა, როდესაც მარტო ვიყავი და ოჯახი მენატრებოდა. სწორედაც ამიტომ ვაფასებ და მერწმუნეთ, რომ გაიცნობთ ცუდი შთაბეჭდილება არც თქვენ დაგრჩებათ. ის არის პატრიოტი ქართველი , რომელიც იბრძვის საქართველოსთვის დიდების მოსატანად ჩემთან ერთად.

-როგორია ეთო,როგორც ძლიერი ქალი ურთიერთობებში?

ურთიერთობაში ძალიან ფაქიზი ვარ, თუმცა ძალიან არ მიყვარს დათმობა (ალბათ სვანური ხასიათის ბრალია ) მაგრამ საბოლოოდ ვუგებთ ერთმანეთს.

-რა არის შენი გეგმები?

ჩემ გეგმებს რაც შეეხება მაქსიმლურად ვცდილობ მოვემზადო 2021 წლისთვის და ახალი ეტაპი კარგად დავიწყო.

-რა არის შენი მთავარი მიზანი

ჩემი მთავარი მიზანი არის შევძლო ევროპის , მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონობა. ამ ყველაფერში უფალი დამეხმარება მე მწამს ამის!!!

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი

1,499
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია