ეთუნა ლაზარიაშვილი-დიზაინერი,რომელიც ულამაზეს აქსესუარებს ქმნის

ის რომ ჩვენი საიტი გამუდმებით ეძებს ხელოვან და შემოქმედ ადამაინებს ეს ალბათ უკვე ყველასათვის ცნობილია.

ჩვენთვის პრიორიტეტია მოგიყვეთ  იმის შესახებ,რომ ჩვენს გარშემო უამრავი ნიჭიერი ადამიანია.

ეს ადმიანები,ბევრს შრომობენ და ქმნიან ძალიან საინტერესო ხელოვნების ნიმუშებს.

EDITORI.GE – ამჯერად დაუკავშირდა ეთუნა ლაზარიაშვილს.

ეთუნა, დიზიანერია და  უალამაზეს აქსესუარებს ქმნის.

მისი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ facebook გვერდზე-Tuseria.ტუსერია.

 

ეთუნა მოგესალმები გაეცანით ჩვენს მკითხველს…

ვარ 35 წლის.დაბადებული ქ.თბილისში,ქვემო მთაწმინდაზე.დავამთავრე 46 საშ.სკოლა 9 კლასის ჩათვლით და ეგრევე ჩავაბარე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში ,სადაც 4 წლის მანძილძე ვსწავლობდი მოდელირებას.დავასრულე ნიკოლაძეში სწავლა თუ არა ეგრევე ჩავაბარე აპ.ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიაში.მივიღე ბაკალავრის დიპლომი სამრეწველო დიზაინის განხრით

– რა არის თქვენი პროფესია?

პროფესიით ვარ სამოსის დიზაინერი,ასევე საყოფაცხოვრებო და სამრეწველო დიზაინერი,ვიზაჟისტი და ტატუ მასტერი. ეს რისი დიპლომებიც მაქვს.მაგრამ ვმუშაობ საერთო სხვა განხრით რომელიც თვითონ შევისწავლე.

-როდის დაიწყეთ ხელნაკეთი სამკაულების შემქნა ?

ამ სფეროთი დავინტერესდი მიახლოებით 15 წლიდან და ნელნელა დავიწყე კეთება.დაახლოებით 15 წელია ვქმნი სილამაზეებს.

-რთული პროცესია ეს ყველაფერი? 

ჩემთვის ვერ ვიტყვი რომ რთულია,რადგან ეს ჰობიც არის და შემოსავლის წყაროც რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.ეს ის საქმეა რომელიც არ მღლის.

-კონკრეტულ შეკვეთებზე მუშაობთ?თუ თქვენს მუზას მიჰყვებით ძირითადად?

ძირითადად ჩემ მუზას ივყვები,მაგრამ შიგადაშიგ დამკვეთის გემოვნებითაც ვასრულებ რაღაცეებს.

– მხოლოდ სამკაულებს ქმნით?

ამჯერად სამკაულებზე ვარ ორიენტირებული. თუმცა ვქნი ქამრებს,გულსაბნევებს,ყელსაბამებს,სამაჯურებს,აბადოკებს და ა.შ.

– პირველი ნივთი რა იყო რაც გააკეთეთ?

პირველი ნივთი იყო ყელსაბამი რომელიც საკუთარ სკოლის ბანკეტზე მამშვენებდა.

-ყველაზე მეტად რა გსიამოვნებთ ამ პროცესში?

ამ პროცესში მსიამოვნებს ყველაფერი რადგან მიყვარს ჩემი სამუშაო,ალბათ ფანატიზმში მაქვს გადასული სიყვარული.

-რა არის თქვენი ოცნებობთ?

ოცნებად მაქვს წავიდე საზღვარგარეთ, სადაც მოვხვდები სპეციალურ  მაღაზიაში და გამოვზიდავ იქიდან ჩემთვის საჭირო მასალებს.ალბათ ამ დროს ჩემზე ბედნიერი კაცი არ იარსებებს.

-როგორია თქვენი სამომავლო მიზნები?

მიუხედავად იმისა რომ ჩემი შექმნილი ნივთები ბევრ ქვეყანაში გაიყიდა უკვე   და ასე თუ ისე ხალხმაც გამიცნო, მიზნად მაქვს გავხდე პოპულარული ჩემს სფეროში,არა მხოლოდ საქართველოში,არამედ საზღვრებს გარეთაც.

401
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია