ევროკაშირმა მოსახლეობის ვაქცინაციის დასრულების ვადა დაასაახელა

ევროკაშირმა მოსახლეობის ვაქცინაციის დასრულების ვადა დაასაახელა. ევროკომისარ ტიერი ბრენტონის განცხადებით, ყველა მსურველი 2021 წლის ზაფხულის ბოლომდე უნდა აიცრას.

„ჩვენი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ზაფხულის ბოლომდე აიცრას ყველა, ვისაც ამის სურვილი აქვს. იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვაქცინაციის მსურველი, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იქნება“- აღნიშნა ტიერი ბრეტონმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ევროკავშირის მიერ 3 ვაქცინაა ნებადართული. ესენია: Pfizer/Biontech-ის ერთობლივი ვაქცინა, ასევე Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები. კიდევ 2 ვაქცინა გამოყენებისთვის უახლოეს კვირებში იქნება მზად.

როგორც ევროკომისარმა განმარტა, ევროკავშირში მასობრივი ვაქცინაციისთვის წარმოების გაფართოებაა საჭირო.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

330
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია