გაცოცხლებული ზღაპრული სამყარო-თამარ კაკალიას ხელნაკეთი ნივთები

თამარ კაკალიას ხელნაკეთი ნივთებ– ჩვენს გარშემო უამრავი ნიჭიერი ადამიანია,რომლებიც ქმნიან ძალიან საინტერესო ხელოვნების ნიმუშებს.

EDITORI.GE – მუდივად ცდილობს რაც შეილება ბევრი ასეთი ადამიანის ისტორია შეაგროვოს.

ისაუბროს მათზე,მათ ნიჭიერებაზე და გააცნოს ისინი საზოგადოებას.

ამჯერად ჩვენ დავუკავშირდით თამარ კაკალიას.

თამარ-კაკალიას-ხელნაკეთი-ნივთები225x300თამარი ბავშვებისთვის და არამხოლოდ ბავშვებისთვის აცოცხლებს ზღაპრულ სამყაროს და ულამაზეს სათამაშოებს ქმნის.

თუ საიდან გაჩნდა იდეა და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ამაზე თამარმა ვრცლად ინტერვიუში ისაუბრა.

იხ: ინტერვიუ

-თამარ  მოგესალმები გაეცანით ჩვენს მკითხველს…

გამარჯობათ, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის რომ მომეცა საშუალება ჩემს ნამუშევრებზე ცოტათი ვისაუბრო, მე გახლავართ თამარ კაკალია 30 წლის წალენჯიხის რაიონ სოფელ მუჟავიდან.

-რა არის თქვენი პროფესია?

ვსწავლობდი სამხატვრო სასწავლებელში.

თამარ-კაკალიას-ხელნაკეთი-ნივთები225x300-როდის დაიწყეთ ხელნაკეთი სათამაშოების შემქნა ? როდიდან ქმნით უამრავ ლამაზ ნივთს?

ბავშვობიდან მიყვარდა და მიზიდავდა ხელნაკეთი ნივთები და ყოველთვის ვცდილობდი რაღაც შემექმნა , ათასი რამის გაკეთება შემეძლო ნებისმიერი მასალისგან როგორიცაა: ნაჭერი, ქალღალდი, ხატვა თავისთავად მეხერხებოდა , ამიტომ გასულ გაზაფხულს ეს იყო აპრილის თვე, კოვიდთან დაკავშირებულ რეგულაციების მიხედვით 3 თვიანი კარანტინის დროს მომივიდა თავში იდეა რომ შემექმნა ნაქსოვი სათამაშოები მოყვარულის დონეზე. ამიტომ ჩემთვის ნაცნობი ყაიზნაყი ხელში ავიღე და ინტერნეტის დახმარებით შევისწავლე ეს ჩემთვის უსაყვარლესი ხელსაქმე სათამაშოების ქსოვა.

-რთული პროცესია ეს ყველაფერი?

ვერ გეტყვით, რომ ადვილი საქმეა, რადგან მოითხოვს დიდ ენერგიას და კონცენტრაციას, უამრავი სირთულეა ამ საქმეში თუმცა მონდომებით და საქმის სიყვარულით რაც არ უნდა ურთულესი იყოს სიამოვნებით აკეთებს ადამიანი.

-კონკრეტულ შეკვეთებზე მუშაობთ?თუ თქვენს მუზას მიჰყვებით ძირითადად?

ვმუშაობ კონკრეტულ შეკვეთაზე და ასევე მუზასაც მივყვები, შეკვეთის მიუხედავად მე არ შემიძლია ქსოვის გარეშე გაჩერება.

-მხოლოდ სათამაშოებს ქმნით?

ამ ეტაპზე მხოლოდ სათამაშოებს ვქმნი.

თამარ-კაკალიას-ხელნაკეთი-ნივთები225x300-პირველი ნივთი რა იყო რაც გააკეთეთ?

პირველი იყო დათუნია ,რაზეც ვისწავლე ის წესები რაც ქსოვისთვისაა საჭირო.

-ყველაზე მეტად რა გსიამოვნებთ ამ პროცესში?

ყველაზე სასიამოვნო პროცესი ისაა, როცა თითქმის შენთან ერთად იბადება ახალი სიცოცხლის განუყრელი მეგობარი. მთელი ემოცია გადამაქვს თითოეულ ნაქსოვში რაც ჩემთვის სასიამოვნო პროცესია..

-რა არის თქვენი ოცნება?

ჩემი ოცნებაა კიდევ უამრავმა მშობელმა გაიცნოს ჩემი შემოქმედება, ვფიქრობ სწორი არჩევანიცაა ჩვენი შვილების სწორი აღზრდისთვის..

როგორია თქვენი სამომავლო მიზნები?

მომავალი გეგმები დიდია,მაქვს უამრავი იდეა კიდევ უგრო გავაფართოვო და განვამტკიცო ჩემი ხელსაქმე.თამარ-კაკალიას-ხელნაკეთი-ნივთები225x300

-სად უნდა დაგიკავშირდნენ ადამიანები,რომლებსაც სურთ თქვენი სათამაშოების შეძენა?

მაქვს facebook გვერდი – ნანუას ნაქსოვი სათამაშოები .ბავშვობაში ჩემი ძმა ნანუას მეძახდა, რადგან თამუნას ვერ ამბობდა, რადგანაც სათამაშო ბავშვობასთან ასოცირდება გვერდს ჩემი ბავშვობის ზედმეტსახელი დავარქვი

ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ facebook გვერდზე.

1,028
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია