გურანდა გრიგოლია-მხატვარი,რომელიც მინანქრისგან საოცარ ნამუშევრებს ქმნის

სპილენძის ფირფიტა, ვერცხლი, ტიხარი და მინანქარი ეს ის მასალაა,რომელსაც გურანდა გრიგოლია თავისი საოცარი ნამუშევრების შესაქმნელად იყენებს…

EDITORI.GE  ესაუბრა ახალგაზრდა მხატვარს, მისი გამორჩეულად ლამაზი ნამუშევრების შესახებ და ცხოვრების სხვადასხვა დეტალებზე.

 

მოგესალმებით გურანდა,გაეცანით ჩვენს მკითხველს …

მოგესალმებით, მე ვარ გურანდა გრიგოლია, 37 წლის , დავიბადე ქალაქ ქუთაისში, ამჟამად ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ქალაქ თბილისში.

-პროფესიით რა ბრძანდებით?

მაქვს რამდენიმე პროფესია, დავამთავრე ორთოპედიული სტომატოლოგია, ბიზნეს ადმინისტრირება და მართვა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. თუმცა არასდროს მიმუშავია პროფესიით. ვმუშაობდი სხვა და სხვა სფეროში: ჟურნალისტიკაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში ასევე გაყიდვების სფეროში, მაგრამ ხელოვნება ყოველთვის იყო ჩემი მოწოდება და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ამ ეტაპზე ვმუშაობ ტიხრულ მინანქარზე, პარალელურად ვეუფლები ხატწერას.

-მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ…

გავიზარდე ტრადიციულ ოჯახში, დედა მანან კილასონია, მამა ბორის გრიგოლია, მყავს ერთი ძმა გრიგოლ გრიგოლია. მინდა ავღნიშნო რომ მამა ასევე გახლავს მხატვარი, შემოქმედი ადამიანი, რომ იტყვიან ყველაფერი ხელთ გამოსდის, ადრე აკეთებდა ჭედურ ნახატებს სპილენძზე ე.წ ჩიკანკა, ასევე ხის ჩუქურთმებზე. როგორც ჩანს გენეტიკა თავისას შვება და შემოქმედებითობამ არც მე მიღალატა. 2005 წელს დავოჯახდი მყავს მეუღლე დავით ჯანელიძე და სამი შვილი, გიორგი ,ანისია და ნიკოლოზ ჯანელიძეები.

რა სტილში ხატავთ რას იყენებთ?

2012 წელს შევისწავლე ქართული, ტიხრული მინანქარი ,,მესხების შემოქმედებით სახელოსნოში“ქ.ბ ქეთევან მესხთან. თავდაპირველად ვცადე სამკაულების დამზადება, მაგრამ თითქოს მოსაწყენი პროცესი გახდა ჩემთვის, ახლა მინანქრისგან ვქმნი სურათებს, და ძალიან სასიამოვნო პროცესია ჩემთვის, აბსოლიტური თავისუფლება მაქვს გავაკეთო ისე როგორც მე მინდა. ნამუშევრის შექმნისას მასალად ვიყენებ, სპილენძის ფირფიტას, ვერცხლის ტიხარს და მინანქარს.

-კერძო შეკვეთები თუ გაქვთ?

კერძო შეკვეთა ჯერ არ შემისრულებია , მაგრამ სამომავლოდ რათქმაუნდა ვაპირებ. -როგორ შეიძლება თქვენი ნამუშევრების შეძენა? ახლა ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე ვარ დამოკიდებული, ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია Vendoo – ვენდუს ონლაინ მოლში, ასევე ფეისბუქ გვერდზე ბრენდის სახელწოდებით

 

– რა იქნებოდა ხატვის გარეშე თქვენი ცხოვრება თუ გიფიქრიათ?

ხატვა ჩემთვის თავისუფლებასთან, მრავალფეროვნებასთან ასოცირდება, თითქოს ჩემს ნამუშევრებში გადმომაქვს, ჩემი ემოცია, განწყობა და თუ ეს სხვისთვისაც შესამჩნევია ე.ი გამომივიდა, ამით თითქოს ჩემს სათქმელს ვამბობ. ამიტომ ხატვა ჩემი შინაგანი სამყაროს ნაწილია და მას ვერ გამოვყოფ. მე ვიცხოვრე ხატვის გარეშე წლები და საკმაოდ მოწიფულ ასაკში დავიწყე შემოქმედებითი ცხოვრება, ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა მათი ხელშეწყობით და გვერდში დგომით ვიპოვე საკუთარი თავი იქ სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა.

-რა გეგმები გაქვთ?

კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ მაქვს , მე არ ვარ ადამიანი რომელიც გეგმავს და შემდეგ ამ გეგმით ხელმძღვანელობს. სამომავლოდ ვფიქრობ მინანქართან ერთად, ხატწერით დავკავდე. – რა არის თქვენი ოცნება ოცნების რა გითხრათ, რეალისტი ვარ და ყველაფერს უყურებ დღევანდელობიდან გამომდინარე. მინდა რომ მშვიდობიან ქვეყანაში ვიცხოვროთ, ადამიანების სახეზე ბედნიერებას ვხედავდე.

 

 

1,127
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია