herbalife nutrition-ის კვების უფროსი კონსულტანტი ლანა სვანიძე -მისი საქმიანობისა და ცხოვრების შესახებ

მსოფლიოში ყველა ადამიანს თითქმის  აერთიანებს სილამაზეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ორი შვილის დედა ლანა სვანიძე,უკვე მე-5 წელია ემიგრაციაშია ოჯახთან ერთად. თავისი მიზანდასახულობით მოახერხა და ესპანეთიდან  ჩაერთო მისთვის საინტერესო საქმანობაში,რომელიც  არამარტო შემოსავლის  წყაროს წარმოადგენს მისთვის ,არამედ არის სიხარულის და სიამოვნების მომტანი.

EDITORI.GE  დაუკავშირდა ლანას ,რადგან უფრო მეტი გაგვეგო მისი საქმიანობის და ასევე მისი ცხოვრების შესახებ .

მოგესალმებით ლანა,გაეცანით ჩვენს მკითხველს

მოგესალმებით,მე ვარ ლანა სვანიძე, 27 წლის. მყავს მეუღლე და 2 შვილი.დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში.პროფესიით ვარ ფილოლოგი.

რამდენი ხანია რაც ესპანეთში ცხოვრობთ?

ესპანეთში მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩამოვედი 5წლის წინ.აქ შეგვეძინა მეორე შვილი.

მარტო ხართ თუ ოჯახთან ერთად?

ესპანეთში ვცხოვრობთ ოჯახთან ერთად.ჩემი მეუღლის მშობლები დიდი ხანია აქ ცხოვრობენ.

4.როგორი იყო ემიგრაციის პირველი წლები რა გიჭირდათ ყველაზე მეტად?

ჩემს შემთხვევაში სხვანაირად იყო,მარტო ჩემოდნებით ნამდვილად არ მოვმდგარვართ ესპანეთის კარს. ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი უკვე წლებია აქ დამკვიდრდა,ასე რომ ნაკლებად მქონდა რთული პერიოდი.მათი დახმარებით ის პრობლემები რაც ახალ ჩამოსულ ადამიანს აქვს უცხო ქვეყანაში ჩვენ არ გვქონია. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ თქვენი საშუალებით.თუმცა ნოსტალგია ყველას გვაქვს.

 5.ყველაზე მეტად რა მოგწონთ ესპანელ ხალხში?

ზოგადად ევროპული კულტურა და არა მხოლოდ ესპანეთის,დასაფასებელია როცა ოჯახი,ამ შემთხვევაში ქალი და კაცი ერთნაირად არიან ჩართული ბავშვის აღზრდასა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებში.შვილებს თავიდანვე უთითებენ თუ როგორ უნდა გახდნენ დამოუკიდებლები.ისინი ეხმარებიან შვილებს საკუთარი პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში. მიმაჩნია ,რომ ყველა ადამიანის წარმატება პირველ რიგში საკუთარ თავთან მოწესრიგებული დღის რეჟიმით დგება.ესპანელები ჩვენსავით ტემპერამენტიანი ხალხია,უყვართ სიცოცხლე და ყველაფერში ცდილობენ ამის გამოხატვას. არ თაკილობენ შრომას და არიან სრულიად დამოუკიდებელნი.

ლანა გვესაუბრე შენი საქმიანობის შესახებ,როგორც ვიცი ხართ ჰერბალაიფის უფროსი კონსულტანტი,რას სთავაზობ მომხმარებრლს,როგორ და ა.შ

დიახ მე ვარ herbalife nutrition-ის კვების უფროსი კონსულტანტი.
4 თვის წინ ჩემმა მეუღლემ დაიწყო გამოყენება ჰერბალაიფის პროდუქტების,რადგან მას აწუხებდა ჭარბი წონა და და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები.შესაბამისად მიიღო არაჩვეულებრივი შედეგი (-20კგ 3თვეში). შემდეგ მივხვდი რომ ეს პროდუქცია სჭირდებოდა ყველას და მიუხედავად იმისა. რომ არ მჭირდებოდა წონაში კლება,მეც დავიწყე მათი მიღება,გამოვცადე ჩემს თავზეც და ჩემი შედეგი იყო ძალიან კარგი,რომელმაც ასევე კარგი თვითშეგრძნებები მომიტანა,ასევე გამიუმჯობესდა სახის კანი, რაც ჰერბალაიფის სახის მოვლის საშუალებების დამსახურებაა. ამის შემდეგ გავაკეთე ხელშეკრულება კომპანიასთან,დავინტერესდი ჩემი შესაძლებლობებით და გადავწყვიტე დავხმარებოდი სხვებსაც საჭიროებისამებრ. გავუზიარე ახლობლებს და სანაცნობოს ჩემი მეუღლის შედეგი,გავაცანი პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ირგვლივ მყოფებს,შესაბამისად ავიმაღლე კვალიფიკაცია და გავხდი უფროსი კონსულტანტი. გამიჩნდა იმის შესაძლებლობა ,რომ სახლიდან გაუსვლელად 2 შვილთან ერთად გამოვიმუშავო თანხები.მომხმარებლებს ვთავაზობ შეიცვალონ ვიზუალი,შეიცვალონ საკუთარი თვითშეგრძნებები და ზოგადად ცხოვრების სტილი,რადგან კომპანია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიცხოვროთ ხარისხიანად და გვქონდეს კარგი შემოსავალი. ასევე ვეხმარები ადამიანებს პროფესიის შესწავლაში.

რა არის შენი სამომავლო გეგმები?

 ჩემი სამომავლო გეგმა არის კიდევ უფრო გავიზარდო პროფესიონალურად და დავეხმარო რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ასევე ყველას ვურჩევ,რომ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა ცხოვრებაში.

აპირებ საქართველოში დავრუნებას თუ ჯერ ამაზე არ გიფიქრია?

სამწუხაროდ ,ჯერჯერობით საბუთების არ ქონის გამო ვერ შევძელით ჩასვლა.უახლოეს მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება და აუცილებლად ხშირად ვაპირებთ ვესტუმროთ საქართველოს.
ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა.

1, 032

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap