ისტორიები ქმნის ხელოვნებას-მომღერალი თამთა საგანელიძე

მომღერალი თამთა საგანელიძე

ზოგისთვის სიმღერა უბრალოდ გართობის საშუალებაა, სიტყვებისა და რითმების თანხვედრა, რომელიც უბრალოდ ყურს სიამოვნებს და გონებაში მხოლოდ წამიერად იკავებს მეხსიერების საცავს, მაგრამ არსებობენ მომღერლები ,რომლებიც არათუ გონების,არამედ გულის მთელ ტკივილს მელოდიაში ამოავლებენ და მთელი მონდომებით გადმოაფრქვევენ ხოლმე მოკრძალებული სცენიდან.ის თავის ტკივილს გიყვება,შენ კი შენსას ხედავ მასში და ვინ იცი რამხელა ისტორია იმალება თითოეული სიმღერის უკან,რაც შემდგომ მისი შექმნის მიზეზი ხდება.

იმისთვის რომ ნათლად  მიხვდეთ თუ რას ვგულისხმობ ამ შესავლით, გთავაზობთ მომღერალ თამთა საგანელიძის ინტერვიუს,სიმღერასა და ამ სიმღერის შექმნის ისტორიას.

თამთა გაეცანი ჩვენს მკითხველს…

მივესალმები თქვენს მკითხველს ,მე ვარ მომღერალი თამთა საგანელიძე 33 წლის, ვმღერი რესტორან პრაიმში უკვე მესამე წელია.ვმღერი ბავშობიდან, ფაქტობრივად გავიზარდე რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში და მისი დაჟინებული თხოვნით ჩავაბარე კონსერვატორიაში,კლასიკური ვოკალის განხრით.გამომდინარე იქედან რომ მჭირდებოდა საკუთარი შემოსავალი დავიწყე რესტორანში სიმღერა,რაც იმდენად ორგანული და სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის ,რომ  უბრალოდ შემოსავლის წყაროდკი არა, არამედ ჩემს საყვარელ საქმიანობად იქცა ეს ყოველივე.

შორიდან ძალიან მარტივი ჩანს უბრალოდ ახვიდე იმღერო და ტაში დაგიკრან ,მაგრამ ალბათ ეს სულაც არაა ასეთი მარტივი,მოგვიყევით თქვენი საქმიანობის  სირთულეებზეც 

კი ეს ნამდვილად ასეა,მიუხედავად იმისა,რომ შორიდან ყველას მარტივი ჰქონია რეალურად ამის უკან  ძალიან ბევრი უძილო ღამე დგას,არამხოლოდ  ფიზიკური არამედ მორალური დატვირთვაც ,მართალია ვიღლები ,თუმცაღა სასიამოვნოდ ,რადგან ვაკეთებ სწორედ იმას,რაც მიყვარს,რადგან ყველას არ აქვს სიამოვნება იმუშაოს თავის პროფესიით.

თუ გიფიქრიათ მუსიკალურად  სხვა მიმდინარეობაშიც გეცადათ თავი ?

სიმართლე გითხრათ ჩემი თავი სხვა სფეროში ვერც ვერასდროს წარმომედგინა და ალბათ ვერც ვერასდროს წარმოვიდაგენ .

პანდემიის პერიოდში,როდესაც რესტორნები დაიხურა ,რა ბედი ეწია საყვარელ საქმიანობას ?

მიუხედავად იმისა, რომ ვეღარ ვმუშაობთ,რადგან ჩვენს სექტორს ყველაზე მეტად შეეხო რეგულაციები,ჩემთვის პირადად ამ ყველაფერს ერთი პლიუსი მაინც გამოუჩნდა,რადგან ეს პერიოდი დიდი დრო მქონდა მემუშავა საკუთარ თავზე და რამოდენიმე  ახალ სიმღერაზე.

რთული გრაფიკის შემდეგ,რამდენად გრჩება დრო პირადი ცხოვრებისთვის?

გრაფიკის მიუხედავად პირადი ცხოვრებისთვის დრო ნამდვილად მრჩება ,თუმცაღა  ამ ეტაპზე საინტერესო ჯერ-ჯერობით არაფერი ხდება.

თქვენს ბოლო სიმღერას,რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში,როგორც ვიცი მძიმე ისტორია ახლავს თან,რომელზეც ამ დრომდე არსად გისაუბრიათ და ამას დღეს ჩვენს მკითხველთან გაამხელთ პირველად, რისთვისაც მადლობას გიხდით.მოგვიყევით  სიმღერის შექმნის ისტორია

დიახ ამას დღეს პირველად მოვყები საჯაროდ ,მოკლედ ამ სიმღერის შექმნის იდეა დაიბადა ერთ ღამეში ,რომლიც მიეძღვნა ჩემი უახლოესი მეგობრის ტრაგიკული სიყვარულის ამბავს,რადგან ის ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა და სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის.მინდოდა მისი სათქმელი და ტკივლი სიმღერით გადმომეცა, ჩემთვის განსაკუთრებით საპასუხიოსმგებლო იყო ამ სიმღარაზე მუშაობა, რადგან მე ჩემი მეგობრის სიტყვებით უნდა მომეყოლა ეს ამბავი.

უფრო დეტალურად ,რომ  მოგიყვეთ ყველაფერი ერთ სარღმოს ასე დაიწყო, მე და ჩემი მეგობარი ერთად ვიყავით,იყო ღამის ორი საათი და მინდოდა რაიმე ახალი სიმღერის გაკეთება ,ჩემი ეს იდეა გავუზიარე მეგობარს და სწორედ მისი ინიციატივის თანახმად დაიწყო ყველაფერი ,რადგან მას ყოველთვის უნდოდა,რომ რაიმე გაეკეთებინა დაკარგული, დიდი სიყვარულის სამახსოვროდ.გაჩნდა იდეა შექმნილიყო სიმღერა, რომელიც მიეძღვნებოდა მისი საყვარელი ადამიანის ხსოვნას .

მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ გვიანი იყო,არ დავაყოვნე და ამ იდეით დავურეკე ჩემს მეგობარს ,არაჩვეულებრივ კოპოზიტორ სოფი რაფაელას და ვთხოვე დაეწერა სიმღერა ამ ამბის შესახებს.ისტორია მისთვისაც იმდენად  მძიმე აღმოჩნდა,რომ იმ წუთიდანვე შეუდგა სიმღერის დაწერას. დაახლოებით დილის 6 საათი იყო,როცა მან ტექსტი მაჩვენა, შევაღვიძე ჩემი მეგობარი და დავიწყე ტექსტის კითხვა ,წაკითხვა დასრულებულიც კი არ მქონდა,მას უკვე თვალებიდან ცრემლი მოსდიოდა და მივხვდი,რომ ეს იყო სწორედ ის ტექსტი,რომელიც უნდა ყოფილიყო .მეორე დღის საღამოსთვის მუსიკაც უკვე მზად იყო და წავედით არანჟირების გასაკეთებლად Z.STUDIO-ში ზაზა გოჩიტაშვილთან ,სადაც სიმღერა უკვე მზად იყო. დაახლოებით სამ დღეში აიტვირთა სოც ქსელში და ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.

უამრავი კომენტარი იწერებოდა იმის შესახებ რომ ,საერთოდ  უცნობი ადამიანები  ამ სიმღერაში საკუთარ თავს ხედავდნენ, გამომეხმაურა უამრავი ემიგრანტი,რომლებიც მეუბნებოდნენ რომ ეს სიმღერა მათ საქართველოს ახსენებდა .მიუხედავადა იმისა, სიმღერა მიეძღვნა ერთ კონკრეტულ პიროვნებას, მე მაინც ძალიან მახარებს ის,რომ  ამ სიმღერამ ყველას გულში შეაღწია.

საბოლოო ჯამში ამ სიმღერაზე მუშაობა მარტივი არ აღმოჩნდა ,არც ჩემთვის და არც იმ გუნდისთვის,რომელიც  ამ სიმღერაზე მუშაობდა,რისთვისაც მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო,რადგან დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა ,რომ გამოვიდა ის რაც უნდა გამოსულიყო…

804
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია