ტერაქტი ვენაში-სპეცოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს

ვენის ცენტრში, სინაგოგასთან შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

ავსტრიის დედაქალაქში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ამ წუთებში მიმდინარეობს სპეცოპარაცია. სპეცრაზმს თავდამსხმელები ალყაში ყავს მომწყვდეული.

როგორც ავსტრიის პოლიცია აცხადებს, ერთერთი თავდამსხმელი მოკლულია, ასევე დაიჭრა სამართალდამცველიც.

ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, სპეცოპერაციის დასრულებამდე თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩნენ სახლში.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა ინციდენტი ტერაქტად შეაფასა.

692
მედეა მამფორია

მედეა მამფორია