2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც უჩვეულოდ აღინიშნა

2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები626x417

2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები – მოგეხსენებათ, 2020 წელი პანდემიის გამო მთელი მსოფლიოსთვის უჩვეულო აღმოჩნდა. გადაიდო არაერთი საერთაშორისო ღონისძიება თუ ფესტივალი. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღესასწაულები გრანდიოზულად ვერ აღნიშნეს. თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს, მასშტაბური ღონისძიებებისა თუ დღესასწაულების ონლაინ-სივრცეში დისტანციურად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

2020-წლის-მნიშვნელოვანი-მოვლენები300x200
აღდგომა -2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

აღდგომა დისტანციურად.

მორწმუნეები, რომლებიც შაბათს საღამოს 9 საათზე აღდგომის აღსანიშნავად მივიდნენ, გაფრთხილებულები იყვნენ, რომ დილის 6 საათამდე სამების ტერიტორიას ვერ დატოვებდნენ.

ტაძარში აუცილებელი დისტანციის დაცვით დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა, კიდევ რამდენიმე ასეული იდგა გარეთ, რომლებიც ასევე იცავდნენ დისტანციას. ყველა მორწმუნე პირბადით იყო, ზოგიერთი მათგანი კი ხელთათმანებითაც.

აღდგომის წინა დღეს ყველა ეკლესიასთან წესრიგის დასაცავად პოლიციის დამატებითი ძალები იდგნენ. ზოგიერთ ეკლესიაში შესვლამდე მორწმუნეები თერმოსქრინინგს გადიოდნენ.

 

2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები
მადლიერების დღე- 2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

მადლიერების დღე ამერიკაში კოვიდთან ერთად.

პანდემიამ შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა და, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია დღესასწაულებზეც, რომლებსაც როგორც წესი, ოჯახთან ერთად აღვნიშნავთ. ასეთივე ოჯახური დღესასწაულია „მადლიერების დღე“. ამ დღესასწაულს ამერიკელები ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღნიშნავენ. ოჯახურ დღესასწაულს, რომელსაც ამერიკელები უახლოესი ნათესავების გარემოცვაში აღნიშნავენ, წელს კორონავირუსის გამო არაერთი შეზღუდვა ახლდა თან. მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ასევე აღსანიშნავია ერთი ძალზე საინტერესო ტრადიცია, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ინდაურს საჯაროდ იწყალებს. ეს ჩვეულება ყოველ წელს საზეიმოდ სრულდება.

2020-წლის-მნიშვნელოვანი-მოვლენები275x183
საბავშვო ევროვიზია 2020

საბავშვო ევროვიზია პირველად 2020 წელს ნახევრად დისტანციურად ჩატარდა.

29 ნოემბერს ახალგაზრდული მუსიკალური საერთაშორისო კონკურსი, „საბავშვო ევროვიზია 2020“ განსხვავებული ფორმატით გაიმართა. კონკურსს ზედიზედ მეორედ პოლონეთმა უმასპინძლა. 2020 წლის ევროვიზიაზე საქართველო 10 წლის სანდრა გადელიამ წარადგინა, სიმღერით „შენ არ ხარ მარტო“. მან კონკურსზე მე-6 ადგილი დაიკავა. წლევანდელი კონკურსი ევროვიზიის ისტორიაში განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. მონაწილეების გამოსვლები წინასწარ ჩაიწერა სპეციალურად განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით. ხოლო შედეგების გამოცხადება მიმდინარეობა ლაივ-რეჟიმში.

 

2020-წლის-მნიშვნელოვანი-მოვლენები299x176
მატჩი მაყურებლის გარეშე,2020 წელი

8 ოქტომბერს საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

პანდემიამ, რასაკვირველია, სპორტული ღონსძიებების სრულყოფილად ჩატარებასაც შეუშალა ხელი. გამონაკლისი ამ მხრივ არც ფეხბურთი აღმოჩნდა. 8 ოქტომბერს საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა.  უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, არსებული მატჩების ჩატარებისას ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ.

როგორც ფედერაციაში განაცხადეს, თბილისის დინამო არენას ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

 

2020-წლის-მნიშვნელოვანი-მოვლენები300x202
ცარიელი მოედანი შობას,2020 წელი

 მსოფლიოს ქრისტიანთა დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, საინტერესოა როგორი იყო ეს რელიგიური დღესასწაული 2020 წლის ბოლოს

წლევანდელი შობის დღესასწაული ქრისტიანებისთვის, როგორც ყოველთვის,  მიუხედავად პანდემიისა ისევ მძაფრი კონტრასტებით აღინიშნა.

ფილიპინებზე, ტაიფუნით მიწასთან გასწორებულ ქალაქ ტაკლობანში ქალები წყალს აგროვებენ, ბავშვები კი ნაგავში ნარჩენებს ეძებენ. თუმცა, უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, იქვე მდებარე წმინდა ნინოს ტაძარში სიმღერები და საგალობლები ისმის. „შეიძლება უსახლკაროები და უსახურავოდ დარჩენილები ვიყოთ, მაგრამ უიმედოები არ ვართო“ – ამბობს ფილიპინელი მამაკაცი.

რომში კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, ფრანცისკე პირველმა საშობაო წირვა პაპის ამპლუაში პირველად ჩაატარა და მორწმუნეებს მშვიდობისთვის ლოცვა სთხოვა. „მიეცი მშვიდობა სამყაროს, რომელიც ძალადობის და სიღარიბის სპირალმა ჩაითრია. სადაც ამდენი უსახლკარო ადამიანია, რომელსაც წყალი, საკვები და სიცოცხლის ელემენტარული საშუალება არ გააჩნია“ – აცხადებს რომის პაპი.

ბეთლემში კაშკაშა მზის ამოსვლამ და ეკლესიის ზარებმა ათასობით მომლოცველს შობის დილის გათენება და წირვის დაწყება აუწყა. ზოგიერთი პალესტინელი იქ ღაზას სექტორიდან ჩავიდა. „სასწაული გრძნობაა, როცა ბეთლემში, სწორედ ქრისტეს დაბადების ადგილზე აღნიშნავ შობას“ – ამბობს პალესტინელი მამაკაცი. პალესტინელთა ერთი ნაწილი 3 წლის გოგონას დაღუპვას გლოვობს, რომელიც წინა დღით ისრაელის საჰაერო დარტყმის გამო დაიღუპა.

ქრისტიანებისთვის შობა მაინც იმედის მომცემი დღესასწაულია. იქნება ეს თოვლის ბაბუა, რომელიც მოსკოვის ავტობუსიდან გადმომდგარი გამვლელებს ხელს უქნევს, ფეიერვერკები მექსიკაში, თუ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ სანტა კლაუსის გადაადგილების ტრაექტორიის მონიტორინგი, რომელიც პატარებს საჩუქრებს ურიგებს.

135
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი