5 ყველაზე უცნაური და საშიში ადგილი დედამიწაზე

Share on facebook
გაზიარება

5 ყველაზე უცნაური და საშიში ადგილი დედამიწაზე:

თუ გეტყვით, რომ გაიხსენოთ ყველაზე სახიფათო და საშიში ადგილი სადაც ოდესმე ყოფილხართ, რა თქმა უნდა, თქვენს გონებაში, მაშინვე არცთუ სასიამოვნო მოგონებები ამოტივტივდება.

 

და მაინც რა შეიძლება გენახათ ისეთი, რამაც თავი ასე დაგამახსოვრათ – გაუვალი ტყე, რომელშიც დაიკარგეთ. სწრაფი მდინარე, რომლის გადალახვაც მოგიწიათ თუ გარეული ცხოველი, რომლის დანახვაზეც იფიქრეთ, რომ თქვენი ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა?

 

სამწუხაროდ ჩვენს პლანეტაზე, გაცილებით საშიში და მომაკვდინებელი ადგილები არსებობს, სადაც ყოველდღიურად, უამრავი ცოცხალი არსება თავის გადარჩენისათვის იბრძვის.

დედამიწაზე არსებობს რამდენიმე ადგილი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში შესულია როგორც ყველაზე საშიში ადგილი, ჩვენ კი წარმოიდგენთ 5 ადგილს, სადაც მოხვედრას არასდროს ისურვებდით.

1. ბენინგტონი

საშიში და უცნაური ადგილები

აშშ-ის ქალაქი ბენინგტონი, რომელიც ვერმონტის შტატში მდებარეობს ბევრ საიდუმლოს ინახავს. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად “ბენინგტონის სამკუთხედს უწოდებენ”. ამ დაწყევლილი სამკუთხედის წვეროები, ბენინგტონის მახლობლად, გზაჯვარედინზე და იქვე მდებარე გლასტენბერის მთაზე მდებარეობს. ირგვლივ კი, ერთ დროს, ხე-ტყის მრეწველობის წყალობით, აყვავებული ქალაქები: ვუდფორდი, შაფტსბერი და სომერსეტია, რომლებიც დღეს, თითქმის ქალაქ-მოჩენებებად იქცნენ. ამის მიზეზი კი, 1920-1950 წლებში, 40-მდე გაუჩინარებული ადამიანი არის.

გადმოცემის თანახმად, იქ ბოროტი სულების სამყოფელია. ამიტომ, აბორიგენები თვლიდნენ, რომ იქ ცოცხალი ადამიანების ადგილი არ იყო და იმ ტერიტორიაზე მიცვალებულებს კრძალავდნენ, – თვლიდნენ, რომ თუ დემონებს მკვდრებს მისცემდნენ, ისინი ცოცხლებს აღარ შეეხებოდნენ.

2. ქალაქი პრიპიატი, უკრაინაუცნაური და საშიში ადგილები

 

ქალაქი რომლის მოსახლეობაც 50 ათას ადამიანს აჭარბებდა, ახლა სრულიად დაცლილი და მიტოვებულია. ეს ადგილი მაშინ მიატოვეს, როდესაც ჩერნობილის ატომური სადგური აფეთქდა შემთხვევა მოხდა და შესაბამისად ევაკუაცია გამოცხადდა.

3. საჰელი, ჩრდილოეთ აფრიკაუცნაური და საშიში ადგილები

ეს სოფელი საჰარას უდაბნოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მომაკვდინებელი ტერიტორიაა მთელს ჩრდილოეთ აფრიკაში. აქ მოხვედრილი თითოეული ადამიანი, მშრალი და ცხელი კლიმატის გამო, სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ დგას. მხოლოდ 1972-1984 წლებში, ანუ 12 წლის მანძილზე, გვალვამ 100 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

4. “თვითმკვლელობის ტყე”, იაპონია

უცნაური და საშიში ადგილები

ამ ტყეს “თვითმკვლელების ტყე” შეარქვეს რადგან, 1990 წლიდან მოყოლებული აქ ხუთასზე მეტი ადამიანი მივიდა თავის მოსაკლავად. ახლა აქ სპეციალური წარწერებია: “შენი სიცოცხლე ძალიან ძვირფასია”, “შენ ნამდვილი საჩუქარი ხარ შენი მშობლებისათვის” და ა.შ

5. ედინბურგის სასახლე (შოტლანდია)

უცნაური და საშიში ადგილები

ეს სასახლე მიიჩნევა, როგორც ყველაზე საშიში ადგილად არა მარტო ედინბურგში არამედ მთელ ევროპაში. ამ სასახლეს გააჩნია სისხლიანი ისტორია, რამაც იგი გახადა ყველაზე შემაშფოთებელ სასახლედ მსოფლიოში. მისი დილეგები მოსწრებულნი არიან ათასობით ადამიანის სიკვდილს. მის მიწისქვეშა აკლდამებში და ქუჩაში იყვნენ ჩაკეტილები შავი ჭირით დაავადებული ადამიანები, როდესაც მისი განადგურება საბოლოოდ სურდათ. იქ შეხვდებით მრავალ მოჩვენებას, მათ შორის არიან: პატიმართა სულები, უთავო მედოლის მოჩვენება და ძაღლის სული. ასევე იქ ჩასულ ადამიანს აწუხებთ ზებუნებრივი შეგრძნებები, მაგალითად: შეგრძნება იმისა, რომ უთვალთვალებენ, ხელებით მიათრევენ, ტემპერატურა უვარდებათ და სხვა მსგავსი შეგრძნებები.

122
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი