„ამაზონი“ საშობაო კლიპში COVID-19-ის პანდემიას შეეხო (ვიდეო)

შობა-ახალ წელს ყოველთვის ახლავს მსოფლიო ბრენდების განსაკუთრებული, შთამბეჭდავი სარეკლამო კლიპები, რომელთა გარეშე ბევრისთვის არც ახალი წელს აქვს ხალისი და არც შობას, რადგან ასე გვახსოვს ბავშვობიდან. თუმცა, კორონავირუსმა წელს ეს ტრადიციაც შეცვალა და ასეთი სარეკლამო კლიპები ამჯერად რადიკალურად განსხვავებულია, უფრო საზოგადოების განწყობასა და შეგულიანებაზე ორიენტირებული.

ერთ-ერთი ასეთი სარეკლამო კლიპი ეკუთვნის ამაზონს.

„ამაზონმა“ წელს საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა და თავის საშობაო რეკლამაში პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას შეეხო.

ორწუთიანი კლიპი, სახელად „შოუ უნდა გაგრძელდეს“, მოგვითხრობს ახალგაზრდა ბალერინას შესახებ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საშობაო დადგმაში მთავარი როლი მიეღო, მაგრამ… შოუ მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო გაუქმდა.

თუმცა, ოჯახის (და „ამაზონის“) დახმარებით, გოგონა დადგმის მთავარი როლით მაინც წარდგა, ოღონდ – საკუთარი მეზობლების წინაშე.

759
მედეა მამფორია

მედეა მამფორია