ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გამოჩნდა – CIA მასალებს ასაჯაროებს

ამოუცნობი-მფრინავი-ობიექტი

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი:

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ სხვადასხვა დროს გასაჯაროებული ყველა დოკუმენტი ინტერნეტის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. დაინტერესებულ პირებს მასალის ჩამოტვირთვა მონაცემთა ბაზიდან Black Vault შეუძლიათ.

► ნახეთ: პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 3 ვიდეო გამოაქვეყნა

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ამოუცნობი საჰაერო ფენომენების შესახებ მომზადებული საიდუმლო ანგარიშების ნაწილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებით თარიღდება. ამ დოკუმენტაციის გასაჯაროებისა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მოთხოვნით Black Vault-ის დამფუძნებელი, ჯონ გრინვოლდი სასამართლოში მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა. მისი თქმით, საბუთების მოსაპოვებლად აშშ-ის ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე ათასობით სარჩელის წარდგენა გახდა საჭირო.

“დაახლოებით ოცი წლის წინ დავიწყე ბრძოლა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია მომეპოვებინა. არ ვნებდებოდი და ბოლოს მიზანს მივაღწიე. მათგან ათასობით გვერდის შემცველი დოკუმენტაციით სავსე დიდი ყუთი მივიღე, თითოეული საკუთარი ხელით უნდა დამესკანერებინა”, – აცხადებს მედიასთან საუბარში ჯონ გრინვოლდი.

CIA-ის კომპაქტ დისკი, რომელზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ გასაჯაროებული მასალებია ჩაწერილი | Тhe Black Vault-ის დამფუძნებელი, ჯონ გრინვოლდი.

გრინვოლდს მიზნის მიღწევა განსაკუთრებით მას შემდეგ გაუადვილდა, რაც 2020 წელს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ მის ხელთ არსებული მთელი მასალა, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე გასაჯაროებას ექვემდებარებოდა, კომპაქტ დისკზე გადაიტანა. ის მოგვიანებით Black Vault-მა შეიძინა და საკუთარ საიტზე PDF ფორმატში ატვირთა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მონაცემთა ბაზაში დოკუმენტების განთავსებიდან 24 საათის განმავლობაში ისინი ათასობით ინტერნეტ მომხმარებელმა ჩამოწერა.

► ნახეთ: ჰავაის კუნძულებზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში არაერთ საიდუმლოებით მოცულ და უცნაურ ისტორიას შეხვდებით. ჯონ გრინვოლდის განცხადებით, იმის მიუხედავად, სჯერათ თუ არა ადამიანებს არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის, მათ უფლება აქვთ, დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელმისაწვდომ ინფორმაციას დაუბრკოლებლად გაეცნონ და მის საფუძველზე დასკვნები თავად გამოიტანონ – წერს popx.ge

აშშ-ს დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ საკუთარ ვებგვერდზე 13 მილიონი გრიფმოხსნილი გვერდი გამოაქვეყნა.

ამოუცნობი-მფრინავი-ობიექტიდოკუმენტები შეიცავს როგორც რეპორტებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ, ასევე ცნობებს, ე.წ. Stargate-ის ექსპერიმენტის შესახებ.

Stargate Project სადაზვერვო ექსპერიმენტი იყო, რომლის მიზანიც შორ მანძილზე არსებული სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება იყო. გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ექსტრასენსმა ური გელერმა ამ პროექტის ფარგლებში კედლის მეორე მხარეს არსებული ფოტოებისა და ნახატების გადმოკოპირება შეძლო.

აღნიშნული დოკუმენტები ტექნიკურად აქამდეც საჯარო იყო, მაგრამ მათი ნახვა მხოლოდ მერილენდში მდებარე ეროვნულ არქივში იყო შესაძლებელი. ორგანიზაცია მაკროკის სარჩელის საფუძველზე, CIA იძულებული გახდა, ყველა დოკუმენტი გაეციფრულებინა და ონლაინ არქივში აეტვირთა. დავა 2 წელზე უფრო დიდხანს მიმდინარეობდა.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დოკუმენტებზე წვდომა ე.წ. Readingroom-იდან შეგიძლიათ. არქივში ამჟამად 800 ათასი დოკუმენტია, რომელთა გვერდების საერთო რაოდენობა 13 მილიონს აღწევს.

174
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი