ამსტერდამის აეროპორტში,კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლიციამ ამსტერდამის აეროპორტ „შიპჰოლში“ ძალადობის მცდელობისთვის დააკავა საქართველოს მოქალაქე, 32 წლის კაცი.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებას წინ უძღოდა შემოწმება, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეს აღმოუჩინეს კორონავირუსზე ტესტირების დადებითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კაცი, რომელიც ნიდერლანდის სამეფოში საქართველოდან ჩავიდა და მალტაში გამგზავრებას აპირებდა, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება.

672
მედეა მამფორია

მედეა მამფორია