ავტობუსის გაჩერება რომელიც მგზავრებს ტემპერატურას უზომავს

Share on facebook
გაზიარება

ჭკვიანი ავტობუსის გასაჩერებელი სამხრეთ კორეაში, რომელიც მგზავრებს ტემპერატურას ავტობუსში ასვლამდე უზომავს.სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში ჭკვიანი ავტობუსების გაჩერება Smart Shelter დააყენეს იმისთვის, რომ ზაფხულის სიცხეს, სეზონურ წვიმას და კორონავირუსსაც ებრძოლონ.ჭკვიანი გაჩერებები აღჭურვილია კონდიციონერით და ულტრაიისფერი ჰაერის სტერილიზატორით. გარდა ამისა, მათში არის სათვალთვალო კამერა და ციფრული დისპლეი, რომ ავტობუსის მოახლოებაზე გააფრთხილონ. აქვეა უკონტაქტო დამტენები მობილური ტელეფონების და ლეპტოპებისთვის. შესასვლელში დამონტაჟებულია თერმული გამოსახულების კამერა, რომელიც შესვლის უფლებას აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც 37, 5 გრადუს ცელსიუსზე დაბალი ტემპერატურა აქვს.ერთი ასეთი გაჩერების ფასია 100 მლნ ვონი (84 ათასი დოლარი). ამ მომენტისთვის სეულში 10 ასეთი ავტობუსის გაჩერებაა დამონტაჟებული, მაგრამ მომავალში მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

96
ნატო არბოლიშვილი

ნატო არბოლიშვილი