საახალწლო ტრადიციები – ახალი წელი ერთ-ერთი იმ ტრადიციათაგანია, რომელიც მსოფლიოს დიდ ნაწილს აერთიანებს და ყველას საერთო ზეიმში რთავს. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, არსებობს უამრავი განსხვავებული წესი და ტრადიცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს და მას საახალწლოდ აუცილებლად იცავენ.
დანია.
დანიაში გამოუყენებლ ჭურჭელს მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ და 31 დეკემბერს მათ მეგობრებისა და ახლობლების კარებს ესვრიან. დანიაში არსებობს მეორე ტრადიციაც. ისინი ადიან სკამებზე და ზუსტად 12 საათზე ხტებიან. ეს ახალ და წარმატებულ წელში “ჩახტომას” გამოხატავს.
ეკვადორი.
ეკვადროში ახალ წელს ქაღალდებით სავსე საფრთხობელას აკეთებენ და წვავენ. მასთან ერთად წვავენ გასულ წელს გადაღებულ ფოტოებსაც. ეკვადორელებს სჯერათ, რომ აღნიშნულს თუ გააკეთებენ, მომავალ წელს კარგი ბედი ექნებათ.
ესპანეთი.
ესპანეთის ახალი წლის ტრადიცია ყურძენს უკავშირდება. ესპანეთში სჯერათ, რომ ზუსტად ღამის 12 საათზე თუ მოახერხებენ და პირში 12 მარცვალ ყურძენს ჩაიდებენ, მომავალი წელი წარმატებული ექნებათ.
ბრაზილია.
ბრაზილიაში აქვთ ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სურვილის შესაბამისად ახალი წლის ღამეს შესაბამისი ფერის საცვალს იცვამენ. მაგალითად მშვიდობა და იღბალი სურთ თეთრ საცვალს იცვამენ, სიყვარულს თუ ეძებენ -წითელს ან ვარდისფერს, ჯანმრთელობა ლუჯრ ფერთან ასოცირდება, სიმდიდრე კი- ყვითელთან.
ფილიპინები.
ფილიპინების ტრადიციები ბარაქასთან არის დაკავშრებული. ახალ წელს ყველაფერს მრგვალს აკეთებენ, რადგან სიმრგვალე მონეტასთან და ფულთან ასოცირდება. მათ სჯერათ, რომ რაც მეტი მრგვალი ნივთი ექნებათ ახალ წელს, მით უფრო ბარაქიანი იქნება შემდეგი წელი.
პუერტო რიკო.
პუერტო რიკოში ფანჯრიდან წყლით სავსე ჭიქებს ისვრიან. ამ გზით ისინი ბოროტი სულების განდევნას ცდილობენ.
კოლუმბია.
კოლუმბიაში ახალი წლის პირველ დღეს ყველა ჩემოდანს დაატარებს იმ მიზნით, რომ მომავალ წელს ბევრს იმოგზაურებენ.
საქართველო.
საახალწლო ტრადიციები საქართველოში – სხვა მრავალ ტრადიციასთან ერთად არის ერთი განსაკუთრებული – მეკვლეს ტრადიციაც. ახალი წლის ღამეს ან განთიადისას ოჯახს მეკვლე უნდა ესტუმროს. მეკვლე არის ადამიანი, რომელმაც მომდევნო წელიწადს მოზეიმეებს ბედნიერება და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს. როგორც წესი, მეკვლეობას მამაკაცს ანდობდნენ, თუმცა დღეს მეკვლის სქესსა და ასაკს დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, მთავარია მან მასპინძელ ოჯახს სიხარული დააბედოს სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა საჩუქრების ტრადიციაც. მეგობრები და ახლობლები ერთმანეთს განსაკუთრებულ საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე პოპულარულ საჩუქრებს შორისაა ხელნაკეთი ნივთები და წიგნები.