ბარსელონას ზოოპარკში ოთხ ლომს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცხოველებს ტესტირება პირველი სიმპტომების – ხველისა და ცემინების – გამოვლენისთანავე ჩაუტარეს,კოვიდ-19 ასევე დაუდასტურდა ზოოპარკის ორ თანამშრომელს.
სპეციალისტები იკვლევენ, როგორ დაინფიცირდნენ ცხოველები . არსებული ვერსიით, ლომების დაინფიცირება ზოოპარკის უსიმპტომო თანამშრომლებთან კონტაქტს უკავშირდება.
ეს არის მსოფლიოში მეორე შემთხვევა, როცა დიდი ცხოველები კოვიდ-19-ით დაავადდნენ, პირველი შემთხვევა აშშ-ში აპრილში გამოვლინდა, როცა კორონავირუსი ოთხ ვეფხვსა და სამ ლომს დაუდასტურდა. სპეციალისტების შეფასებით, ცხოველებიდან ადამიანებზე ვირუსის გადადების ალბათობა თითქმის არ არსებობს, რადგან ზოოპარკის დამთვალიერებლები ცხოველებთან ახლოს არ მიდიან.
570