რაზე ოცნებობს და რა გეგმები აქვს ბლოგერ გური სივსივაძეს?!

გური სივსივაძე, საზოგადოებისათვის ცნობილი, როგორც “გური ლამაზი,მართალი”, შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ საქართველოში  არის პირველი ბლოგერი, რომელიც რეალურ პრობლემებზე ხუმრობით  და შარჟით, თუმცა ხმამაღლა ალაპარაკდა.

მის ბლოგზე  ყველა იმ თემას ეხება,რომელიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს.

მთავარი კი ამ ყველაფერში ის არის, რომ ამ თემებითაც ახერხებს ადამიანების გაცინებას და კარგ განწყობაზე დაყენებას.

როგორია სინამდვილეში გური სივსივაძე, რაზე ოცნებობს და რა გეგმები აქვს,  ამ თემებზე მან EDITORI.GE –სთან ისაუბრა.

გური მოგესალმებით !

-გური ლამაზი მართალი ასე გიცნობს ჩვენი საზოგადოება, შეიძლება ბევრმა მათგანმა არ იცის შენი ნამდვილი გვარი,მოდი გაეცანი მკითხველს სინამდვილეში ვინ ხარ, საიდან ხარ და რა პროფესიის…

მოგესალმებით, ნამდვილად საზოგადოების ცოტა ნაწილმა თუ იცის ჩემი ნამდვილი გვარი, მე ვარ გური სივსივაძე 27 წლის თბილისისდან, პროფესიით მსახიობი თუმცა ამ ეტაპზე სხვა პროფესიით ვმუშაობ, მოგეხსენებათ რომ ჩვენს ქვეყანაში პროფესია მსახიობი დიდი ხანია მკვდარია, რაც შეეხება ფსევდონიმს რომელიც გვერდზეა მითითებული ,,გური ლამაზი’’ ბევრს უკვირს და კითხვაც უჩნდება რატომ ავირჩიე ის, მოგეხსენებათ რომ უამრავი ბლოგი არსებობს უკვე და ამ სფეროშიც საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ამიტომ უნდა შემერჩია პროვოკაციული ფსევდონიმი, რომ საზოგადოების ყურადღება გამოეწვია და ვფიქრობ ამას მივაღწიე კიდეც, ერთგვარი მარკეტინგული გათვლა იყო და ის არანაირად არ ასოცირდება იმასთან, რომ თავს ლამაზად ან გამორჩეულად ვთვლი.

-როდის გადაწყვიტე შეგექნა ბლოგი? ეს იყო დაგეგმილი თუ ერთ ვიდეოს მოყვა პოპულარობა და შემდეგ უკვე გააგრძელე ამ კუთხით მუშაობა?

ბლოგის შექმნა ნამდვილად არ იყო დაგეგმილი, რამოდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამდენი ადამიანის დაინტერესება შემეძლო, ყველაფერი იქიდან დაიწყო როცა სიგარეტის ქუჩაში გადაგდებაზე დამაჯარიმეს, სრულიად სამართლიანად და იმ დღესვე გადავიხადე ბანკში, მაგრამ მოლარის შეცდომის გამო არ აისახა და 3 თვის შემდეგ, როცა ქვეყანაში არ ვიმყოფებოდი ყველა ანგარიში დამიყადაღეს და სრულიად უფულოდ დავრჩი საზღვარგარეთ, როცა დავბრუნდი და ამის გარკვევა დავიწყე, მიწევდა ერთი სტრუქტურიდან მეორეში სიარული და ყველა იხსნიდა პასუხისმგებლობას, ამაზე გაბრაზებულმა სამართალი, რომ ვერსად ვიპოვე ჩავწერე საკმაოდ დიდი ვიდეო სადაც ყველაფერი დეტალურად მოვყევი და დავდე გვერდზე, რომელიც ჩემი ახლო მეგობრების გასახალისებლად მქონდა შექმნილი, მოხდა ისე რომ იმ დღესვე ვიდეო ნახევარმა ქვეყანამ ნახა და აქედან დაიწყო ყველაფერი, გაჩნდა სხვა ისტორიებიც და სხვა პრობლემებიც, რომელიც საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი იყო თუმცა ამაზე არავინ საუბრობდა.

-საკმაოდ სენსიტიურ თემებს ეხები იუმორით ,შარჟით თუმცა რეალურად ეს პრობლემები მართლაც არსებობს,იგივე დასაქმების ,ბინის გაქირავების და ა.შ ერთადერთი ბლოგერი ხარ ვინც ასეთ თემებს შეეჭიდა ,რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება

როგორც ზევით ავღნიშნე მსგავს პრობლემებზე არავინ არ საუბრობს, ბლოგერერებისა  და ცნობილი ადამიანების უმეტესობა დღეს რატომღაც მხოლოდ საკუთარი თავის რეკლამითაა დაკავებული, რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისებიც თუმცა მცირე, მე თვითონ ვარ ისეთი ადამიანი ვინც უსამართლობას ვერ ეგუება და ხშირად ვისჯები ამის გამო, მაგრამ ვინმემ უნდა ისაუბროს ამ საკითხებზე, ვინმემ უნდა ატეხოს განგაში, საერთოდ როცა ხდები საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი ეს არ არის პროვილეგია და  ძალიან ცდება ვისაც ჰგონია რომ რადგან ცნობილი გახდა გამორჩეული ქმნილებაა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს ყველა სიტყვასთან და რჩევასთან რომელსაც ადამიანებს უზიარებ.

-შენი ფრთიანი ფრაზები,რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს ატაცებული,საიდან იგონებ?როგორ მოდის ეს ყველაფერი?

ყველა ფრაზა იყო სპონტანურად ნათქვამი, მიუხედავად ჩემი პროფესიისა მე არ ვთამაშობ ვიდეოს ჩაწერის დროს, ვარ აბსოლუტურად გულწრფელი და ვუზიარებ ადამიანებს გამოცდილებას, რომელიც არ არის მოგონილი, ამიტომ არ მჭირდება წინასწარ ტექსტის დაწერა, ყველა სიტყვა და ფრაზა ავტომატურად იბადება საუბრის დროს, მე არ ვმართავ ამ პროცესს, საერთოდ ვფიქრობ რომ ადამიანი რაც უფრო გულწრფელი და ბუნებრივი ხარ, რაც უფრო ნაკლებად ეცდები ვინმეს მიბაძო, უფრო მეტად განსხვავებული და საინტერესო ხარ, ყველა ადამიანი ხომ თავის მხრივ უნიკალური და ერთადერთია შენაგანადაც და გარეგნულადაც, ბუნებრიობას ვგულისხმობ თორემ ულიმიტოდ თუ იკეთებ პლასტიკურ ოპერაციებს თუ გინდა კლაუდია გახდები შიფერი.

-რას საქმიანობ გარდა იმისა რომ გაქვს საკუთარი ბლოგი და ეს საკმაოდ დიდ შრომასაც მოითხოვს…

როგორც დასაწყისში ავღნიშნე ჩემი ნამდვილი პროფესია ამ ქვეყანაში მკვდარია, ამიტომ დიდი ხანია მარკეტინგის სფეროში ვმუშაობ და  ამ განხრით ვაგრძელებ განათლებისა და გამოცდილების მიღებას, სამწუხაროდ როგორც მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა მეც დამაზარალა კოვიდ პანდემიამ და უკვე ოთხი თვეა უმუშევარი ვარ, ამ ეტაპზე ახალი სამსახურის ძიებით ვარ დაკავებული რადგან სახლში ჯდომას და უფუნქციობას არ ვარ მიჩვეული. ასევე ჩართული ვარ რამოდენიმე საველმოქმედო საქმიანობაში რაც გვერდზე არ ჟღერდება და ვფიქრობ არ არის აფიშირება საჭირო იმის რომ ვინმეს ეხმარები და ამით საკუთარი თავის დარეკლამება დიდი სიმდაბლეა, ჩვენ ერთმანეთის თანაგომა გვჭირდება და არა შოუები.

-როგორია საზოგადოების დამოკიდებულება შენს მიმართ?თუ გთხოვენ სხვადასხვა თემების გაჟღერებას?

ჩემდა გასაკვირად საზოგადოებას საკმაოდ დადებითი დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ, ქუჩაშიც ხშირად მაჩერებენ და ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხზე, მე ვფიქრობ ამაზე დიდი ბედნიერება და ბუნების საჩუქარი არაფერია, როცა უამრავ შენთვის უცნობ ადამიანს უყვარხარ და პატივს გცემს, ბევრი თემა მათი თხოვნითაც გამიჟღერებია და გვისაუბრია ამაზე საჯაროდ, იმედი მაქვს ასე გაგრძელდება და ჩვენ ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.

-როგორია გური სინამდვილეში,რა უყვარს რაზე ოცნებობს?

სინამდვილეში გური ერთი გულუბრყვილო ბავშვია რომელიც ოცნებებით ცხოვრობს და სჯერა რომ შესაძლებელია სამართლიან და სიყვარულით სავსე სამყაროში ცხოვრება, შეიძლება მსოფლიო ვერ შევცვალო მაგრამ მე უკვე შევცვალე ჩემი გარემოცვა და ჩემი სამყაროც ესაა, ყველა ადამიანს საკუთარი სამყაროს ცენტრი აქვს.

-რა არის შენი სამომავლო გეგმები?

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მომავალს არ ვგეგმავ, მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია რა შეიძლება იყოს მომავალში და იმედს ვიტოვებ რომ ვიქნები წარმატებული ადამიანი რომელიც რაღაც ღირებულს აკეთებს საზოგადოებისთვის, სამყაროსთვის და ტყუილად არ ტკეპნის დედამიწას.

-რას ურჩევდი ადამიანებს ვინც ახლა იწყებს საკუთარი ბლოგის შენებას?

ვურჩევდი, რომ იყვნენ საკუთარი თავები, ნუ ეცდებიან ვინმეს მიბაძვას, ნუ შეშინდებიან საწინააღმდეგო აზრით, ერთმა ბრძენმა ადამიანმა თქვა ,,თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყოველ ჯერზე შეჩერდები რომ ქვა ესროლო შენს უკან მყეფარ ძაღლს მიზანთან ვერასდროს მიხვალო” ასე რომ აკეთეთ თქვენი საქმე და აკეთეთ ისე რომ მერე უკან მოხედვისას რაიმესი არ შეგრცხვეთ და არ აღმოჩნდეს რომ ტყუილად დახარჯეთ დრო სხვების მიბაძვასა და აბსურდში.

 

https://www.youtube.com/watch?v=45FX9EtBsRI
1, 947
მედეა მამფორია

მედეა მამფორია