ნათია წულუკიძე – ბლოგერი გოგონა ბათუმიდან

ბლოგერი-ნათია-წულუკიძე791x447

ბლოგერი ნათია წულუკიძე: EDITORI.GE ამჯერად დაუკავშირდა ახალგაზრდა,ნიჭიერ ბლოგერ გოგონას, ნათია წულუკიძეს.

ბევრისთვის ეს სახელი და გვარი უკვე საკმაოდ ნაცნობია.ნათიას სოციალურ სამყაროში ბევრი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ყავს.მის ვიდეობს კი ბევრი გაზიარება და მოწონება.

თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, როგორია ნათია სოციალური სამყაროს მიღმა, რაზე ოცნებობს და რა მიზნები აქვს.

ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნათიამ სწორედ ჩვენთან ისაუბრა.

 

-გამარჯობა ნათია.საკმაოდ პოპულარული ხარ,თუმცა გთხოვ კიდევ ერთხელ გაეცანი ჩვენს მკითხველს და მათ ვისაც ჯერ არ აღმოუჩენია შენი ბლოგი

გამარჯობათ, მე ვარ ნათია წულუკიძე, ქალაქ ბათუმიდან.

-სანამ გადავალთ ბლოგზე სასაუბროდ,მაინტერესებს თქვენი პროფესია

პროფესიას რაც შეეხება მაქვს უმაღლესი განათლება, ვარ ხელოვნებათმცოდნე, რა თქმა უნდა ეს რეზონანსს იწვევს რა შუაშია ეს პროფესია ბლოგერობასთან და ვაინერობასთან, ან რატომ პროფესიით არ ვმუშაობ, როცა ლექტორობაზე ვფიქრობდი ერთი პერიოდი, ამ ყველაფერზე მაქვს ასეთი პასუხი, არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბავშვობიდან გატაცებული ვარ ხელოვნების სხვადასხვა სფეროებით და ყოველ მათგანში მინდოდა ადგილი დამემკვიდრებინა, სიმღერა, ხატვა, ცეკვა, მსახიობობა, (წერაც მიყვარს) და ვხედავდი რომ გამომდიოდა, რაც მიტაცებდა და ეს უფრო ქაოსს იწვევდა ჩემში, რომელი? რადგან საუკეთესო ხარ როცა ერთი მიმართულებით მიდიხარ, როგორც აჭარაში ვიტყვით : „ ხემ კაკაი და ხემ კუკუი არ გამოვა“, ასე რომ დიდხანს ვეძებდი საკუთარ თავს და ეხლაც ვერ ვიტყვი, რომ მორჩა ეს ჩემი ბოლო გაჩერებაა. ბევრი გეგმა მაქვს სამომავლოდ, სანამ ჩემში ენერგია და პოზიტივია.. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე ჩემი შინაგანი ხმა გაძლიერდა, არ ვიცი როგორ გადმოვცე ეს შეგრძნებები, ანუ ყველაფერი რაც ჩემში იყო მინდოდა ამ ყველაფრისთვის ხორცი შემესხა, გამეცა ის ინფომაციები და ენერგია რაც საკმაოდ დამიგროვდა და ჩემი თავის რეალიზება დამეწყო და მივხვდი რომ მე „ოფისის კაცი“ არ ვარ, ერთ ადგილას ვერ გავჩერდებოდი, რასაც მოითხოვდა ჩემი პროფესიით მუშაობა. ამიტომ გადავაბიჯე სტერეოტიპებს.

აი მაგალითად: თუნდაც ჩემ ასაკზე „ რაღა დროს შენი ჰიჰი-ჰაჰააო“ ბევრს უთქვამს თავიდან 27 წლის გოგოზე, თითქოს 80 წლის დედაბერი ვარ ან „დროა გათხოვდე მაგ ტინგლიცსს“, ან „ ამდენი რისთვის ისწავლე“ „ნორმალური სამსახური ნახე“ და ა.შ, აი ზუსტად ამ ყოველივეს მსხვერპლი რომ არ ვყოფილიყავი არასდროს. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, დამოუკიდებელი და ჩამოყალიბებული, ასე რომ თუ მინდა სიბერემდე „ვიჰიჰაჰავებ“, სამწუხაროდ მილიონობით ადამიანი ისე მოდიოდა და მიდიოდა კაცობრიობის ისტორიაში, რომ მსხვერპლი იყო -სტერეოტიპების,სხვისი აზრების,ტაბუების,იარლიკების,კომპლექსების,შიშების,უცოდინრობის,წარმართული შეხედულებების და სხვა მრავალი გონებრივი ტყვეობის მაგალითების.

-როდის გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ბლოგერი,გქონდათ ეს წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი?

შინაგანი ხმა რომ აღარ მასვენებდა, ერთ დღე ავდექი და ვთქვი, ან ახლა დაიწყებ რამის კეთებას, ან დარჩი ზემოთჩამოთვლილების მსხვერპლი თქო.. ჩავხედე იმ იდეებს, რაც წლობით მქონდა, გადავიღე ერთი ვიდეო კანკალით და ასევე კანკალით დავდე, მაგრამ მოეწონა ხალხსს და ამან მეტი სტიმული მომცა, მერე მე-2, მე-3 და ასე დავძარი ჩემი ოცნების მექანიზმი, მემხიარულებინა არა მხოლოდ სამეგობრო და საახლობლო, არამედ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რადგან ეს მანიჭებდა და მანიჭებს უსაზღვრო ბედნიერებას, ამას ვერაფერს შევადარებ, როცა უამრავი შეტყობინება მომდის: „ ყოველთვის როცა ცუდად ვარ, შენი ერთი ვიდეოც კი მმუხტავს დადებითად“, „ ან  შენ ჩემი სტიმული ხარ,მივხვდი რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემ გონებაშია და მე ყველაფერი შემიძლია  „ და ა.შ, ანუ ის სიგნალები რასაც ვუგზავნი საზოგადოებას, იღებენ და დადებითით მპასუხობენ , მათი სიყვარული კი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია რაც კი გამაჩნია…

-პატარა მინი თეატრი გაქვს,როგორ იგონებ ამდენ სიუჟეტს?

როგორ ვიგონებ ვერ გეტყვით , იდეები სულ მომდის,სადაც არ უნდა ვიყო ყველაფრისგან შემიძლია რაღაც სასაცილო ავიღო და განვავრცო, რადგან ასე ვიყავი დაბადებიდან, ხან ვის პაროდიას ვაკეთებდი, უბრალოდ ეხლა ამას ვდებ ვიდეოებში, ნიჭი რომ არ დაიკარგოს. ყოველთვის როცა იდეას ავიღებ და ვფიქრობ სცენარის დაწერაზე, ტვინი იმდენნაირ ვერსიას მაწვდის ვირევი ხოლმე, რომელი ავირჩიო ვეღარ ვხვდები.

– ძალიან ბევრი გამომწერი გყავს,პოპულარული ხარ როგორც უკვე აღვნიშნე,როგორია ეს? რა განცდაა?

-სხვადასხვანაირი განცდაა, ბევრჯერ მოწყენილი ვყოფილვარ და ქუჩაში იმდენს გავუჩერებივარ და ჩამხუტებია ის სევდის მიზეზიც დამვიწყებია, უმეტესად სულ სითბო მოდის საზოგადოებისგან, ბევრი მაგალითების მოყვანა შემიძლია მაგრამ ძაან გამიგრძელდება, თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა, ბევრჯერ ვყოფილვარ დედასთან ერთად საქმეზე და გავუჩერებივივარ მისი ასაკის ქალებს „ შვილო როგორ მიყვარხარ და ნეტა შენ მშობლესო“ და ამდროს დედა გვერდით მედგა და ცრემლები მოდიოდა სიხარულისგან, მამაჩემსაც ბევრჯერ უთქვამს, სადაც არ უნდა წავიდე ამა თუ იმ შეხვედრაზე, ყველა შენ ქებაშია მამა კაცი ვარ და ცრემლებს ძლივს ვიკავებო.. ასე რომ ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა, თუმცა რა თქმა უნდა მქონია დისკომფორტის მომენტებიც, მაგალითად: თუ სამეგობრო, დროს გასატარებლად ვართ წასულები ისე ვეღარ ვგიჟობ, როგორც მანამდე რადგან ყველა მცნობს, ზოგი ფოტოს მიღებს, ზოგი ვიდეოს და ვზივარ ხოლმე დეპუტატივით .(იცინის)

-როგორ რეაგირებ არასასიამოვნო კომენტარებზე,ალბათ გქონია ასეთი შემთხვევები?

-არასასიამოვნო კომენტარები და სმსები კიი, მაგრამ იმდენად იშვიათი იყო რომ რეაგირებაც არ მქონდა, ნიჭიერის მერე კი სერიოზული სტრესი მივიღე, უცებ გამოიჩეკნენ გველები და მესეოდნენ ერთი თვე აქტიურად, ეხლა ისევ მიმშვიდნენ (იცინის), თუმცა არ დაგიმალავთ ბევრი ისეთსს მკადრებს ან მაბრალებს ხოლმე მტკივნეულია, იფიტები ამდენი აზრისგან, თუმცა ისეთი ჯანსაღი და თბილი აუდიტორია მყავს, მათ გამო რას არ გავუძლებ !

-ბლოგის გარდა რით ხარ დაკავებული?

– ბლოგის გარდა, დავიწყე მუშაობა კომპანია NL International- ში, ესეც ბევრმა აგრესიულად მიიღო, თითქოს ადამიანი არ ვარ და საარსებო წყარო არ მჭირდება , მაშინ როცა დავიწყე ვაინები და მივხვდი რომ ჩვეულებრივ სამსახურებში სადაც მინიმუმ 8 საათი უნდა ვიყო და კვირაში ერთი დღე დასვენებით, ფიზიკურად ვეღარ შევძლებდი რამის გადაღებას და მონტაჟსს, ამიტომ წამოვედი და მთელი ჩემი რესურსები ჩავდე ჩემი გვერდის რეალიზებაში, მგონი ერთი წელი დიდი დროა უფულოდ იარო და ემსახურო მხოლოდ შემოქმედებას.

– რა არის შენი სამომავლო გეგმები?

 სამომავლო გეგმებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მირჩევნია დავანახო და გავაოცო ადამიანი(ები)

-როგორია ნათია სოციალური ქსელის მიღმა?

სიმართლე გითხრათ იგივეა რაც სოც.ქსელებში, ანუ რაც ვიყავი ის განახეთ , არ მქონია ის მომენტი, რომ სოც.ქსელში მეგა მხიარული ვიყო და სინამდვილეში ვტიროდე, ეგ სიყალბეა ჩემთვის, რაც საზიზღრად არ მიყვარს, მოწყენილი ვარ ჩანს რო ასეა, მხიარული ვარ და ვგიჟობ ეს ხო ჩანს და ჩანს

-რა რჩევას მისცემდი დამწყებ ბლოგერებს,ან მათ ვისაც სურს ჰქონდეს საკუთარი ბლოგი და იყოს პოპულარული?

ჩემი უდიდესი რჩევა იყო, არის და იქნება : ირწმუნეთ საკუთარი ძალების და შესაძლებლობების, რადგან ყოველ ადამიანში არის უდიდესი ენერგია,ძალა და ნიჭი, რომელსაც მილიონობით ადამიანი არ იყენებს -შიშების, კომპლექსების,სიზარმაცის და „ხალხი რას იტყვის“ გამო, გააცნობიერეთ რომ ერთხელ ვართ ამქვეყნად, 2 წუთით, ამიტომ დააფასეთ ყოველი წამი, ყველაფერი რაც უფალმა და ბუნებამ მოგცათ, უბედური მაშინ ხარ, როცა ამ ყველაფერს არ იყენებ და დაუსრულებელ რუტინაში შედიხარ, საიდანაც გამოსვლა ყველას შეუძლია, მთავარია მონდომება და შრომა.

– როგორი იქნება ნათია ათი წლის შემდეგ?

10 წლის შემდეგ ვერ გეტყვით მხოლოდ ლამაზი სიტყვების გამო ინტერვიუსთვის, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა თუ წინ სვლას გავაგრძელებ, მორალურს თუ ფიზიკურს, 10 წელში მივიღებ ჩემ უკეთესს ვერსიას…

 

 

 

 

4, 315
მედეა მამფორია

მედეა მამფორია