ძლიერი მიქცევის გამო ვენეციაში არხები დაშრა

ვენეციის არხები თითქმის სულ დაშრა – ძლიერი მიქცევის გამო ქალაქის ყველა არხში წყლის დონე დასაშვებზე 48 სანტიმეტრით დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ნავები და გონდოლები არხების ნაპირებზე, ტალახშია ჩაფლული. ცნობისთვის, დეკემბერში ვენეციის წყალდიდობის შედეგად, წმინდა მარკის ტაძარი რესტავრაციისთვის დახურეს. ძეგლს $5,5 მილიონის ზარალი მიადგა. ტაძრის მოძღვრის ინფორმაციით, წყალმა დააზიანა ბაზილიკა, თუმცა შენობის შიგნით უფრო მეტი პრობლემა შექმნა. ვენეციაში […]
ნიგერიის შტატში სკოლიდან 300 გოგონა გაიტაცეს

ნიგერიაში, ზამფარას შტატში სკოლიდან 300 გოგონა გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიარაღებული ბანდები გამოსასყიდის მოთხოვნით სკოლებიდან ბავშვებს ხშირად იტაცებენ. ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამედუ ბუჰარიმ ადამიანების გატაცების ფაქტს გმობს და სამართალდამცავ უწყებებს მძევლების უსაფრთხო დაბრუნებისკენ მოუწოდებს. “ადმინისტრაცია არ დაემორჩილება ბანდიტებს, რომლებიც უდანაშაულო სკოლის მოსწავლეებს იტაცებენ და გამოსასყიდად უზარმაზარ თანხებს ასახელებენ,” – განაცხადა ნიგერიის პრეზიდენტმა. გასულ კვირას, ნიგერიის ერთ-ერთ სკოლას დაუდგენელი […]
ესპანეთში, ბარის რეკონსტრუქციის დროს, უძველესი ჰამამი აღმოაჩინეს

ესპანეთში, სევილიაში, ბარის რეაბილიტაციის დროს, მშენებლებმა კარგად შემონახული ჰამამი აღმოაჩინეს. მიიჩნევენ, რომ ის მე-12 საუკუნეზე უფრო გვიანდელია. არქეოლოგი ალვარო ხიმენესი ამბობს, რომ ასეთი აღმოჩენა ქალაქის ცენტრში სრულიად მოულოდნელი იყო. როგორც BBC წერს, როდესაც მუშებმა ბარის შენობის რეაბილიტაცია და კედლის დანგრევა დაიწყეს, აღმოაჩინეს, რომ იქ “საიდუმლო ოთახი” იყო და მართლაც, მავრიტანული სტილის ნაგებობა აღმოჩნდა, რომლის სახურავსაც 88 შუქურა […]
ესპანეთის პრესა საქართველოს შესახებ

ესპანური პრესა lavanguardia.com – საქართველოში მიმდინარე პროცესებზე წერს. სტატიაში აღწერილია მიმდინარე მოვლენები, ნიკანორ მელიას დაპატიმრება და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნა. სტატიაში ნათქვამია,რომ საქართველოში ისევ პოლიტიკური კრიზისია. 319
მსოფლიო მონაცემები ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა შესახებ

Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 87 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსი 87,331,742 ადამიანმა დაამარცხა. კოვიდით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 111,962,826-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2,478,165 ადამიანი. ptn.ge 65
აშშ-ში შტორმისა და ყინვის გამო გარდაცვლილთა რიცხვი იზრედება

ამერიკის შეერთებულ შტატებში შტორმისა და ძლიერი ყინვის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა. როგორც გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, მსხვერპლთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია ტეხასში ელექტრომომარაგების კრიზისისთან. ელექტროენერგიის გარდა, შტატში სასმელი წყლის დეფიციტია. ამასთან, უამინდობის გამო ტეხასში შეფერხდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი. კერძოდ, გადაიდო 700 ათასზე მეტი ადამიანის აცრა, რომელთაგან 330 ათასს ვაქცინის მეორე დოზა უნდა მიეღო. […]
რატომ შეუზღუდა facebook-მა ავსტრალიელებს საიტზე წვდომა

Facebook-მა ავსტრალიელ მომხმარებლებს ახალ ამბებზე წვდომისა და გაზიარების ფუნქცია დაუბლოკა. ამის მიზეზი ის კანონპროექტი გახდა, რომლის მიღებასაც ავსტრალიის მთავრობა უახლოეს მომავალში აპირებს. კანონპროექტი სოციალურ პლატფორმებს ახალი ამბების მიღებისთვის გადასახადს დააკისრებს ანუ Facebook-ს, Google-ს და სხვა პლატფორმებს ახალი ამბების შინაარსის გამოქვეყნებისთვის გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. Facebook-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კანონი მათი მუშაობის სპეციფიკასთან შეუსაბამოა და კომპანიისთვის […]
გერმანიაში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ადამიანს ინფარქტისა და ინსულტის მოახლოების შესახებ აფრთხილებს

ჰამბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა პორტატიული რადარი შექმნეს, რომელიც რამდენიმე წამში უკონტაქტოდ აფიქსირებს სისხლძარღვების სისტემაში დარღვევებს და ადამიანს ინფარქტისა ან ინსულტის მოახლოების შესახებ დროულად აფრთხილებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, მოწყობილობა სიგარეტის კოლოფის ზომისაა და რთულ სენსორულ სისტემას წარმოადგენს. აპარატის გამოყენება სახლშიც შეიძლება. ადამიანის ჯანმრთელობის უკონტაქტო მონიტორინგის დროს პატარა სენსორები ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მაჩვენებლებს აფიქსირებენ […]
Google Maps-ით ძალიან მალე პარკინგის საფასურის გადახას შეძლებთ

Google Maps-ი ახალ ფუნქციებს ამატებს. მომხმარებლებს ამერიკაში ამ აპლიკაციის საშუალებით უკვე პარკინგის საფასურის გადახდაც შეუძლიათ. CNN-ის ცნობით, მომხმარებლები უნდა დაუკავშირდნენ Google Maps-ის საკუთარ ანგარიშებს Google Pay-ის საშუალებით და ტრანსპორტთან დაკავშირებული თანხები გადაიხადონ. ამით Google-ი მათ შესაძლებლობას აძლევს, დაზოგონ დრო და ასევე თავიდან აირიდონ პარკინგის აპარატების ზედაპირზე ხელით შეხება. ეს Google Maps-ის ბოლო ახალი ფუნქციაა. კომპანია […]
საფრანგეთში, ქალაქ რენში “ქართული მაფიის” 15 წევრი დააკავეს

ფრანგული გაზეთ “ლე მონდში” (Le Monde) გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: “რენში “კანონიერი ქურდები” დააკავეს – ქართული მაფიის 15 წევრი”, რომელშიც გადმოცემულია ბრეტანის პროვინციის ქალაქ რენში პოლიციის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგები (ავტორი – რემი დიუპრე). გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას: “პოლიციის სპეცოპერაციის “ნადავლი”თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ რენის პროკურორმა ფილიპ ასტრიუკმა 16 თებერვალს “ორგანიზებული დამნაშავეობრივი ჯგუფის” ლიკვიდირება გამოაცხადა: “რუსულენოვანი” ქართული მაფიის […]