“მამა ავიდე? – არა დედიკო გაგიბრაზდება. როგორია კახა კალაძისა და პატარა ნიკოლას საახალწლო განწყობა?!

თბილისის მერი კახა კალაძე თავის Instagram გვერდზე ათავსებს ვიდეოს, სადაც იგი თავის უმცროს ვაჟთან ერთად ნაძვის ხის გარშემოა.  ვიდეოში კახა პატარა ნიკოლასს კითხვაზე პასუხობს, რომ არ ავიდეს სკამზე, რადგან დედიკო გაუბრაზდება. ეს სახალისო ვიდეო ნამდვილად მოგგვრით ღიმილსა და წინასაახალწო განწყობას. 217

„ნეტფლიქსმა“ ჯონი დეპის მონაწილეობით ყველა ფილმი წაშალა

როგორც ცნობილია, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სკანდალური სასამართლო  დასრულდა. პროცესი 57 წლის ჯონი დეპმა წააგო, უწყებამ  ემბერ ჰარდი ოჯახური ძალადობის მსხვერპლად სცნო, ჯონი კი მოძალადედ.  გასულ თვეს Warner Bros.-მა ჯონის  ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა. როგორც ჩანს, მსახიობის კარიერული განადგურება გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უმსხვილესმა სტრიმინგსერვისმა „ნეტფლიქსმა“ ჯონი დეპის მონაწილეობით ყველა ფილმი წაშალა. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით კომპანიას ჯერჯერობით კომენტარი […]

Toxic World-ლიზი ჯაფარიძის კლიპი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა (ვიდეო)

ლიზი ჯაფარიძემ , რომელიც 2014 წლის საბავშო ევროვიზიის მონაწილე და 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის წამყვანი გახლდათ, უახლესი მუსიკალური ვიდეორგოლი, სიმღერაზე Toxic World, ამ წლის ოქტომბერში გამოუშვა. კომპოზიციაზე ახალგაზრდა მომღერალმა კომპოზიტორ გიგა კუხიანიძესთან ერთად იმუშავა. ახალგაზრდა მომღერლის კლიპს YouTube-ზე უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვება. ვიდეორგოლს უკვე 100,000 -ზე მეტი ნახვა და უამრავი დადებითი შეფასება აქვს. აქვე აღსანიშნავია […]

თურქეთის კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 8 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, გაზიანთეფში, სანკოს საუნივერსიტეტო კლინიკაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 8 კოვიდინფიცრებული ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ Aljazeera წერს. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მაღალი ნაკადის ჟანგბადის თერაპიის აპარატის აფეთქებას მოჰყვა. შვიდი კოვიდინფიცირებული ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი – სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ. გარდაცვლილთა შორის 65-დან 85 წლამდე ასაკის პაციენტები არიან. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 604

ვეფხისტყაოსანი ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა

ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი ინდოეთში ჰინდიზე გამოიცა. საელჩოს თანახმად, პოემის თარგმნისა და ჰინდიზე გამოცემის იდეა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს ეკუთვნის. ჰინდიზე გამოცემული პოემის პრეზენტაცია ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ონლაინ გაიმართა. “ეს არის საქართველოსა და ინდოეთს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის პატივისცემა”, — აღინიშნა შეხვედრაზე. არჩილ ძულიაშვილის თქმით, ვეფხისტყაოსნის ჰინდიზე თარგმნისა და გამოცემის იდეა […]

ზღაპარი რეალობაში-ქეთევან ოთარაშვილის ხელნაკეთი თოჯინები

ხელნაკეთი თოჯინები. EDITORI.GE  დაუკავშირდა ქალბატონ  ქეთევან ოთარაშვილს. ქალბატონი ქეთევანი ულამაზეს ნამუშევრებს ავტორია. ის ზღაპრულ თოჯინებს საკუთარი ხელით, ძირითადად ფერადი და ლამაზი ნაჭრებით ქმნის, რომელშიც მთელს ენერგიას,  სითბოს და სიყვარულს დებს. მთელს სამყაროში ალბათ ყველაზე ძვირფასს, ბავშურ ოცნებებს და წარმოსახვას ასხამს ფრთებს და გადმოაქვს რეალობაში.   -მოგესალმებით ქეთევან გაეცანით ჩვენს მკითხველს… მოგესალმებით, მე ვარ ქეთი ოთარაშვილი, […]

სამედიცინოს სტუდენტი ანა სულაბერიძე, კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში

დღეს მთელი მსოფლიო ერთი მტრის, კორონა ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის. ბოლო პერიოდში , ამ მხრივ საქართველოშიც მძიმე სიტუაციაა. ალბათ ყველა ექიმი,ექთანი და სანიტარი იმსახურებს უდიდეს მადლობას, რადგან სწორედ მათ ხელშია უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ისინი იბრძვიან წინა ხაზზე და ისინი არიან იმედი დღეს ყველა დაავადებული ადამიანის. არანაკლებ დიდი მადლობას იმსახურებენ სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტები,რომლებიც ახლა სამედიცინო პრაქტიკას მშვიდად […]

ბარსელონას ზოოპარკში ოთხ ლომს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბარსელონას ზოოპარკში ოთხ ლომს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცხოველებს ტესტირება პირველი სიმპტომების – ხველისა და ცემინების – გამოვლენისთანავე ჩაუტარეს,კოვიდ-19 ასევე დაუდასტურდა ზოოპარკის ორ თანამშრომელს.  სპეციალისტები იკვლევენ, როგორ დაინფიცირდნენ ცხოველები . არსებული ვერსიით, ლომების დაინფიცირება ზოოპარკის უსიმპტომო თანამშრომლებთან კონტაქტს უკავშირდება. ეს არის მსოფლიოში მეორე შემთხვევა, როცა დიდი ცხოველები კოვიდ-19-ით დაავადდნენ, პირველი შემთხვევა აშშ-ში აპრილში გამოვლინდა, როცა კორონავირუსი ოთხ […]

“პოეზია ჯვარია,რომელიც საკუთარ სულში უნდა გამოჭედო”-პოეტი მარიამ ბაქანიძე

პოეტი მარიამ ბაქანიძე” EDITORI.GE დაუკავშირდა, პოეტს,  ქალბატონ მარიამ ბაქანიძეს. ქალბატონი მარიამი რვა წლის იყო,როდესაც პირველი ლექსი დაწერა,მაშინ არ დაუჯერეს, რომ ის ლექსი მისი დაწერილი იყო. თუმცა მალე ყველასთვის  ცხადი გახდა მისი ნიჭიერების შესახებ. გავიდა წლები და დღეს უამრავ ადამიანს უთბობს გულს მისი შემოქმედება და უამრავი მკითხველი  ელოდება მის ყოველ ახალ დაწერილ სტრიქონს.   მოგესალმებით ქალბატონო […]

კოკა-კოლას განსხვავებული სარეკლამო კლიპი საშობაოდ (ვიდეო)

შობა-ახალ წელს ყოველთვის ახლავს მსოფლიო ბრენდების განსაკუთრებული, შთამბეჭდავი სარეკლამო კლიპები, რომელთა გარეშე ბევრისთვის არც ახალი წელს აქვს ხალისი და არც შობას, რადგან ასე გვახსოვს ბავშვობიდან. თუმცა, კორონავირუსმა წელს ეს ტრადიციაც შეცვალა და ასეთი სარეკლამო კლიპები ამჯერად რადიკალურად განსხვავებულია, უფრო საზოგადოების განწყობასა და შეგულიანებაზე ორიენტირებული. გამონაკლისი არც კოკა-კოლას საახალწლო რეკლამაა. მიუხედავად იმისა, რომ „კოკა-კოლას“ ყველასათვის ცნობილი […]