ჟურნალისტს, რომელიც უხანში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჩი­ნე­თის სა­სა­მარ­თლომ ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც ქა­ლაქ უხა­ნი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მებს აშუ­ქებ­და, 4 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 37 წლის ჟანგ ჟა­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი შან­ხა­ი­ში გა­ი­მარ­თა და ის პრობ­ლე­მის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჟანგ ჟანი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­და და უხან­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით არა­საკ­მა­რის მოქ­მე­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კას იწ­ვევ­და.

ცნო­ბის­თვის, ჟანი არის მო­ქა­ლა­ქე ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ლა­ივსტრი­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას და აქ­ვეყ­ნებ­და პოს­ტებს უხან­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ.

“ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხალ­ხს არა­საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, შემ­დეგ კი ქა­ლა­ქი უბ­რა­ლოდ ჩა­კე­ტა,“- წერ­და ჟურ­ნა­ლის­ტი. ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ჟანი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შიმ­ში­ლობს და რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა ძა­ლი­ან მძი­მეა.

ჟან­გი პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გა­შუ­ქე­ბის გამო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც უხა­ნი­დან ახალ ამ­ბებს ავ­რცე­ლებ­და, თე­ბერ­ვლის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია.

123
მედეა მამფორია

მედეა მამფორია