კოკა-კოლას განსხვავებული სარეკლამო კლიპი საშობაოდ (ვიდეო)

შობა-ახალ წელს ყოველთვის ახლავს მსოფლიო ბრენდების განსაკუთრებული, შთამბეჭდავი სარეკლამო კლიპები, რომელთა გარეშე ბევრისთვის არც ახალი წელს აქვს ხალისი და არც შობას, რადგან ასე გვახსოვს ბავშვობიდან. თუმცა, კორონავირუსმა წელს ეს ტრადიციაც შეცვალა და ასეთი სარეკლამო კლიპები ამჯერად რადიკალურად განსხვავებულია, უფრო საზოგადოების განწყობასა და შეგულიანებაზე ორიენტირებული.

გამონაკლისი არც კოკა-კოლას საახალწლო რეკლამაა.

მიუხედავად იმისა, რომ „კოკა-კოლას“ ყველასათვის ცნობილი კლიპის გარეშე ბევრისთვის შობა-ახალი წელი უბრალოდ არ დგება, კომპანია წელს იძულებული გახდა, ცოტა სხვაგვარად მოქცეულიყო. კლიპი მოგვითხრობს ღია ზღვაში მომუშავე მამაკაცის გულისამაჩუყებელ ამბავს, რომელმაც თავის ქალიშვილს სანტასთან წერილის წაღების პირობა მისცა. ამისათვის, ის სამსახურს ტოვებს და სანტასთან მიეშურება.

მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, ის საბოლოოდ სანტასთან მიაღწევს და ქალიშვილის საშობაო სურვილების წერილს აბარებს.

 

819
მედეა მამფორია

მედეა მამფორია