ანტარქტიდაზე “კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

„კოვიდ-19“-ის შემთხვევები კორონავირუსისგან თავისუფალ უკანასკნელ კონტინენტზე – ანტარქტიდაზეც გამოვლინდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ვირუსული დაავადება ანტარქტიდაზე მდებარე ჩილეს კვლევითი სადგურის პერსონალს დაუდასტურდა.

ჩილეს შეიარაღებული ძალების ცნობით, ბერნარდო ოჰიგინსის ბაზაზე ინფიცირებულია 36 ადამიანი, მათ შორის 26 სამხედრო მოსამსახურე და 10 სამოქალაქო კონტრაქტორი.

ჩილეს შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბაზის პერსონალი უკვე იზოლირებულია და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ამასთან, არც ერთ ინფიცირებულს გართულებები ამ ეტაპზე არ აღენიშნება.

ჩილეს სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, კორონავირუსი ანტრაქტიდაზე მდებარე ბაზაზე სავარაუდოდ ხომალდიდან გავრცელდა, რომელიც ანტარქტიკის რეგიონში 27 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში იმყოფებოდა.

163
მედეა მამფორია

მედეა მამფორია