კოვიდ 19-ის ახალი შტამი არის თუ არა უფრო საშიში?!

კოვიდ 19-ის ახალი შტამი

კოვიდ 19-ის ახალი შტამი –  საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტრომ კი ამის შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს დაადასტურა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი შტამი დადასტურდა.

ინფიცირებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, ის ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას. მისივე თქმით, ახალი შტამით ინფიცირებული უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი და უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი პირველად ინგლისში აღმოაჩინეს. 

170
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი