სამედიცინოს სტუდენტი ანა სულაბერიძე, კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში

დღეს მთელი მსოფლიო ერთი მტრის, კორონა ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის.

ბოლო პერიოდში , ამ მხრივ საქართველოშიც მძიმე სიტუაციაა.

ალბათ ყველა ექიმი,ექთანი და სანიტარი იმსახურებს უდიდეს მადლობას, რადგან სწორედ მათ ხელშია უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ისინი იბრძვიან წინა ხაზზე და ისინი არიან იმედი დღეს ყველა დაავადებული ადამიანის.

არანაკლებ დიდი მადლობას იმსახურებენ სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტები,რომლებიც ახლა სამედიცინო პრაქტიკას მშვიდად უნდა გადიოდნენ, თუმცა ამის  ნაცვლად მათაც აიღეს საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა და კოვიდ ბრძოლაში წინა ხაზზე დადგნენ. ეს ძალიან დასაფასებელია. მათთვის ეს დიდი გამოწვევა და ერთგვარად   დიდი სამედიცინო გამოცდაა.

EDITORI.GE  დაუკავშირდა ერთ-ერთ  ასეთ სტუდენტს ანა სულაბერიძეს.

23 წლის ანა, სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტი და  მომავალი ექიმია, თუმცა უკვე  დიდ ბრძოლაშია, დიდი პასუხისმგებლობით და დიდი ენთუზიაზმით. რაც მთვარია ამ ყველაფერს  მამაცურად ართმევს თავს.

 

ანა ,გაეცანი ჩვენს მკითხველს

ანა სულაბერიძე, 23წლის , მომავალი ექიმი

-ბავშვობიდან გინდოდა სამედიცინოზე ჩაბარება თუ მოგვიანებით მიიღე ეს გადაწყვეტილება?

სამედიცინოზე ჩაბარების გადაწყვეტილება 14წლის ასაკში მივიღე და ასაკის მომატებასთან ერთად უფრო მიღრმავდებოდა ინტერესი ამ სფეროს მიმართ.

-რა არის შენი განხრა?

კონკრეტული განხრა ჯერ არ ამირჩევია , რადგან საკმაოდ ბევრი საინტერსესო სფეროა მედიცინაში , თუმცა გამოვარჩევდი ნევროლოგიას.

-ახლა ბრძოლის წინა ხაზზე ხარ,კოვიდ სასტუმროში მუშაობ შენით მიიღე ეს გადაწყვეტილება?

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ჩართვა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. გადავწყვიტე, გამევლო კოვიდ-გადამზადება და ჩემი წვლილი შემეტანა პანდემიის მართვის პროცესში.

ანა-სულაბერიძე225x300

 -როგორია შენი გრაფიკი?

ვმორიგეობ ორ დღეში ერთხელ 24 საათიანი გრაფიკით.

– ბევრნი არიან ახალგაზრდა ექიმები ახლა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებული?

ჩემს ირგვლივ საკმაოდ ბევრი მედიცინის ფაკლუტეტის სტუდენტი და რეზიდენტი არის დღეს დასაქმებული კოვიდ-სასტუმროებსა და კლინიკებში.

– ანა რა არის ყველაზე რთული ზოგადად შენთვის ამ სფეროში?

რთულია, როდესაც პაციენტს ვერ უჩენ სათანადო დახმარებას რესურსების სიმცირის გამო.

-ყველაზე მეტად რა გიხარიათ ექიმებს?

ვფიქრობ, ექიმისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია , როდესაც ხედავ გამოჯანმრთელებულ და მადლიერ პაციენტს.

– რისი გავლა უწევს დღეს ვირუსის ფონზე ექიმს?

მოგეხსენებათ, ძალიან დიდია კოვიდ-სასტუმროებსა და კლინიკებში ინფიცირების რისკი. მიუხედავად ამისა, ექიმები მზად არიან საკუთარი ჯანმრთელობის ფასად წავიდნენ ამ რისკზე

-რას ეტყოდი ხალხს?

ხალხს ვურჩევდი , რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.

  -ანა რა არის შენი სამომავლო გეგმა?

ჩემი სამომავლო გეგმები მაქსიმალურად ორიენტირებულია საუკეთესო განათლების მიღებაზე.

ანა სულაბერიძე

 

 

2, 130
მედეა მამფორია

მედეა მამფორია