დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე თავისი საქმიანობის და ჯგუფ “positive volume • დადებითი მოცულობის” შესახებ

საინფორმაციო სააგენტო EDITORI.GE  ამჯერად ,ულამაზეს და უნიჭიერეს დიზაინერს ეკა ბალანჩივაძეს დაუკავშირდა.

ეკას ყველა იცნობს,მისი მიღწევებით მოდის სფეროში, თუმცა ბოლო პერიოდში მან საზოგადოებას თავი კიდევ უფრო სხვა კუთხით გააცნო და დაანახა.

პანდემიის დროს ეკამ  FACEBOOK  -ზე ქალბატონებისთვის განკუთვნილი ჯგუფი შექმნა. ერთმანეთის გასამხნევებლად შექმნილი, პოზიტიური და დადებითი გვერდი კი  მალე გახდა სხვების იმედიც. აქ გაერთიანებული 29 769 -ზე მეტი ქალბატონი კი ერთმანეთის საუკეთესო მეგობარი.

ამ და სხვა თემებზე ეკამ სწორედ EDITORI.GE -სთან ისაუბრა.

 

მოგესალმებით ეკა,დავიწყოთ თქვენი პირადი საქმიანობით დიზაინერი ხართ,ძალიან კარგ და მოთხოვნად სამოსს ქმნით,რა ასაკიდან აღმოაჩინეთ რომ ეს იყო ის საქმე, რაც ყველაზე ძალიან გიზიდავდათ?

მოგესალმებით.

დაახლოებით 9 წლის ასაკში, უკვე ვიცოდი რომ ტანსაცმლის დიზაინერი ვარ, უკვე ამ ასაკში დავდიოდი მასწავლებელთან, რომელიც ამ პროფილით მასწავლიდა ხატვას და ასე შემდეგ, ფერწერასთან ერთად, თუმცა ზუსტად ასევე მიყვარს ხატვა საღებავებით, როგორც ესკიზების შექმნა.

როგორც ვიცი თბილისის გარდა ბათუმშიც გაქვთ ფილიალი თქვენი მაღაზიის თუმცა ონლაინ შეკვეთებს იღებთ ევროპიდან და ამერიკიდანაც…

ჩემი ბრენდი შეიქმნა თავისთავად, არანაირი ინვესტიცია სარეკლამო, მე მის შექმნაში არ ჩამიდია,უბრალოდ ვქმნიდი კოლექციებს, სიყვარულით, ჩემმა ცოდნამ და ინტუიციამ გაამართლა, ჩემი კოლექციები პირველივე დღიდან მოთხოვნადი იყო, შემდეგ ამ კოლექციებმა და მომხმარებელმა შექმნა პოპულარობაც თავისთავად. ჩემი კოლექციები იყიდება მსოფლიოს მაშტაბით ყველგან, მომხმარებელი არა მარტო იწერს ტანსაცმელს არამედ გვიკვეთავს კიდეც დისტანციის მიუხედვად, ჩვენ ინდივიდუალურად ვქმნით მათთვის ტანსაცმელს და ვუგზავნით , როგორც წესი მადლიერების წერილები მოდის, მათი მხრიდან და ეს განაპირობებს მეტ ენთუზიაზსმს ვაკეთო ჩემი საქმე ხალისით.

 –ეკა,მოახერხეთ და გადხდით საქრთველოში ,ყველაზე დიდი ჯგუფის შემქმნელი სადაც მხოლოდ ქალბატონები არიან,ელოდით ამას?რომ ამხელა მაშტაბებს მოიცავდით?

პანდემიის დროს შევქმენი ჯგუფი, თავის გადასარჩენათ, ვგულისხმობ სტრესების თავიდან ასაცილებლად, რაც უეცარი ჩაკეტვით იქნებოდა გამოწვეული. მე ზოგადად, კარგი ინტუიცია მაქვს და ფორს მაჟორში ყოველთვის კარგ სიახლეს ვქმნი. ჩემთვის პრობლემა გრძელდება 3 დღე, ის 3 დღეც ტვინი მუშაობს მის გადაჭრაზე, არ მითრევს და არ მაქვს დეპრესიები რადგან ამის დრო არ მაქვს, ვხუმრობ ხოლმე,დეპრესიის ფუფუნება არ მაქვს,ბევრი ვალდებულება მაქვს სამაგისსოთთქო !

 –რა იყო თავიდან ჯგუფის მიზანი და როგორ გადაიზარდა ეს ყველაფერი ერთ დიდი საქველმოქმედო ფონდში?მოგვიყევით ისტორია

ჯგუფმა გადაატანინა პანდემიის ურთულესი პერიოდი ,თავიდან 15000 ქალს მათ შორის ჩვენს ემიგრანტებსაც. ჩვენ ისე დავმეგობრდით რომ დისტანციის მიუხედავად, უახლოეს მეგობრებად ჩამოვყალიბდით. ვეხმარებოდით არა მარტო ერთმანეთს მორალურად, არამედ ასევე ჰოსპისებს, ბავშვთა მოხუცთა თავშესაფარებს და ასე შემდეგ , ამის შემდეგ ჩამოვაყალიბე ფონდი რომელიც ბევრ ადამიანს დადხმარა და ეხმარება ახლაც !

ეკა საოცრად ლამაზი ხარ. გარდა ბუმებრივი სილამაზისა რომელიც უდაოდ გაქვს,როგორ ინარჩუნებ ფორმას ამ პირობებში პანდემიას ვგულისხმობ…

მიუხედავად ბევრი საქმისა, ვახერხებ თავის მივლას , მაქვს ძალიან ძლიერი ენერგია და დროის მენეჯმენტის სწორი გადანაწილება, ვასწრებ ყველაფერს, სახლის დალაგებას, სადილსაც თუ საჭიროა, მილიონ ბიზნეს ზარს ვპასუხობ, მყავს 2 საყვარელი შვილი და მათთან საიბარს ვუთმობ ბევრ დროს, რადგან აწორედ ეს ორი ადამიანი განაპირობებს ჩემს ენერგიას. ზოგადად ახალგაზრდა თაობის სმენა არის პროგრესის საწყისი და ენერგიის წყარო.

 

1, 953
მედეა მამფორია

მედეა მამფორია