ესპანეთის ხელისუფლება იმ პირების სიას შექმნის, ვინც კოვიდვაქცინაციაზე უარს იტყვის

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის, სალვადორ ილიას განცხადებით, ესპანეთის ხელისუფლება იმ პირების რეესტრს შექმნის, ვინც კოვიდვაქცინაციაზე უარს იტყვის.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ რეესტრს ევროპის სხვა ქვეყნებსაც გაუზიარებენ, თუმცა ეს სია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იქნება.

ტელეკომპანია La Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში სალვადორ ილიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ესპანეთში  დაიწყო, სავალდებულო არ იქნება.

„რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინაცია არ სურს, ჩვენ რეესტრის შექმნას ვაპირებთ, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნებს გადაეცემა. ეს იმ ადამიანებს ეხება, რომლებსაც ვაქცინაცია შესთავაზეს და უარი თქვეს მასზე. ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც გასაჯაროვდება“, – აღნიშნა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

21 დეკემბერს სოციოლოგიური გამოკვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ესპანელთა წილი, რომლებსაც ვაქცინაცია არ სურთ, მკვეთრად შემცირდა, 47%-დან (ნოემბერი) 28%-მდე (დეკემბერი). იმავე პერიოდში ესპანელების რაოდენობა, რომელიც მზად არის ვაქცინა მიიღოს, 36.8%-დან 40.5%-მდე გაიზარდა.

1, 025
მედეა მამფორია

მედეა მამფორია