“ფარული ვნება“ ტე­ლე­ე­თერს მე­ო­რე სე­ზო­ნით უბ­რუნ­დე­ბა

მარ­თა­ლია, ლა­თი­ნო ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბი ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში თურ­ქულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს, თუმ­ცა ქარ­თვე­ლებს ლა­თი­ნო ამე­რი­კე­ლი გმი­რე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბი აქვთ.

ერთ-ერთი ასეთი  პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი, “ფა­რუ­ლი ვნე­ბა“ მე­ო­რე სე­ზო­ნით ტე­ლე­ე­თერს და­უბ­რუნ­დე­ბა.

ეს­პა­ნუ­რი პრე­სის ცნო­ბით, ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ფრან­კო რე­ი­ე­სის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, მი­შელ ბრა­უნ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

არ ვიცი ამას „ტე­ლე­მუნ­დო“ გა­ა­კე­თებს თუ არა, მაგ­რამ ვიცი, რომ გაგ­რძე­ლე­ბას გეგ­მა­ვენ“, – ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი. მის­ვე თქმით, თა­ვად არ აპი­რებს ახალ სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ვნა­ხავთ თუ არა რო­მე­ლი­მე გმირს პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან, თუმ­ცა რო­გორც ეს­პა­ნურ მე­დი­ა­ში წე­რენ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სე­რი­ა­ლი სრუ­ლად და­კომ­პლექტდე­ბა ახა­ლი სა­ხე­ე­ბით.

782
მედეა მამფორია

მედეა მამფორია