გერმანელების დაარსებული ქალაქი საქართველოში – ბოლნისი

გერმანელების დაარსებული ქალაქი-1817 წელს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის მანიფესტით,
გერმანელი კოლონისტები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩამოასახლეს. მათი
ნაწილი კი ბოლნისის ტერიტორიაზე დამკვიდრდა.
დასახლებას ვიუტენბერგელი დედოფლის – ეკატერინეს სახელი უწოდეს,
რომელსაც „ეკატერინენფელდად“ მოიხსენიებდნენ. მათ რელიგიური
თავისუფლება მისცეს და გადასახადებისგანაც გაათავისუფლეს. გერმანელებმა
დღევანდელი ბოლნისის შუაგულში ააგეს ლუთერანული ეკლესია, რომელიც
ქალაქის ცენტრს წარმოადგენდა. აქ იკრიბებოდა მოსახლეობა და უამრავ
მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდა. როგორც ფოტო-არქივში ჩანს, ისინი დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდნენ თავიანთ კულტურასა და ტრადიციებს, რაც
ყოველდღიურობითაც გამოიხატებოდა.

გერმანელებისდაარსებულიქალაქი358X268

დასახლება 10 წელიწადში არაჩვეულებრივ ევროპულ ქალაქად იქცა,
ვიწრო ქუჩებითა და გოთური სტილის შენობებით. კოლონისტებმა დიდი ცოდნა
და გამოცდილება ჩამოიტანეს. ააშენეს წისქვილი, ღვინის ქარხანა და ამით
სოფლის მეურნეობა განავითარეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისში
მესაქონლეობას თითქმის ყველა ოჯახი მისდევდა, ქალაქში მოვლილი გზები და
ტროტუარები იყო.
ისინი კომფორტულ სახლებს აშენებდნენ, ჰქონდათ ორსართულიანი
სარდაფი და უნიკალური სხვენი. სარდაფს ისე აშენებდნენ, რომ წლის ნებისმიერ
დროს ტემპერატურა 12-14 გრადუსი იყო, დღემდე შემორჩა 200-წლოვანი
კასრები. გერმანელების მიერ აშენებულ სახლებს ტრადიციული კერძების
მომზადება-შენახვის საქმეში სპეციფიკური დატვირთვა ჰქონდა. ოთახში
მრგვალი ღუმელი იყო ჩაშენებული. კვამლი სხვენისკენ ადიოდა, სადაც ღორის
ხორცი იბოლებოდა. გადმოცემით ცნობილია, რომ ისინი არა მხოლოდ შაშხს
ბოლავდნენ, არამედ ყველსაც აშრობდნენ.
გერმანული კულტურის გაქრობა ბოლნისში საბოლოოდ ვერ მოხერხდა.
იგი დღესაც იგრძნობა, რაც არა მხოლოდ ქალაქის არქიტექტურით, არამედ
ბოლნისელების წეს-ჩვეულებებითაც გამოიხატება. მაგალითად, ბოლნისში
დღემდე აცხობენ გერმანულ ტკბილეულს, „ლეიქუხენსა“ და „ცუკერქუხენს“,
რომლებსაც გერმანელები აღდგომასა და შობას ამზადებდნენ.
გერმანელებისდაარსებულიქალაქი441X283მათი დამსახურება ბოლნისში ღვინის კულტურის განვითარებისთვის
დიდია. ისინი ღვინოს ქართულისგან განსხვავებული წესით ამზადებდნენ. რაც
ხის კასრში დაყენებას გულისხმობს, რომელიც ევროპულ ტექნოლოგიად
ითვლება. ასეთი მეთოდით დამზადებული ღვინო, შეიძლება იყოს მთავარი
წარმატების საწინდარი, რომელიც ბოლნისელებს გერმანელმა კოლონისტებმა
უანდერძეს. გარდა ღვინის დამზადებისა, მათ სასმელი ბოთლებში ჩამოასხეს და

პირველად წარმოებაში ჩაუშვეს. როგორც ცნობილია, ამ საქმიანობას ბოლნისში
საუკუნეებია მისდევენ, მაგრამ დღეს ადგილობრივებმა ღვინის დამზადების
კულტურა ამ რეგიონში, ძალიან მაღალ დონეზე აიყვანეს.
ბოლნისში 10 წელზე მეტია გერმანული კულტურის ცენტრი არსებობს.
ყოველი აღდგომის დღესასწაულს იქ, „ლეიქუხენის“ გამოცხობით ხვდებიან და
ამით ძველი გერმანული ტრადიციის გაგრძელებას უწყობენ ხელს.
ისინი ბოლნსში 1941 წლამდე ცხოვრობდნენ. სანამ სტალინურმა რეჟიმმა
ყველა კავკასიელი გერმანელი ერთ ღამეში არ გაასახლა, მხოლოდ ის ოჯახები
დატოვა, რომელშიც ცოლი ან ქმარი იყო ქართველი. კომუნისტებმა ისინი შუა
აზიაში, ცარიელ ტრამალებში, გადაასახლეს, ისე, რომ ნივთების წაღებაც კი ვერ
მოასწრეს. გერმანელებისდაარსებულიქალაქი300x169ამის შემდეგ ქართველები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანეს და მათ სახლებში ჩაასახლეს.
დღეს ამ ქუჩებს ნამდვილად დაჰკრავს გერმანული ელფერი, მათი
კულტურა და ტრადიცია ქართველმა ხალხმა წარმატებით აითვისა. აქ
მოხვედრისას თქვენ 2 საუკუნის წინანდელ „კატარინენფელდში“ დაბრუნდებით.
ბოლნისის გერმანულ ქუჩებში სულ 300 სახლია, აქედან პირვანდელი
სახით 156-ია შემორჩენილი. 2015 წელს კულტურის სამინისტრომ გერმანული
სახლების აღწერის პირველი ეტაპი დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის
სტატუსი ბოლნისში 12 შენობას მიანიჭა.

668
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი