სპილენძის ფირფიტა, ვერცხლი, ტიხარი და მინანქარი ეს ის მასალაა,რომელსაც გურანდა გრიგოლია თავისი საოცარი ნამუშევრების შესაქმნელად იყენებს…
EDITORI.GE ესაუბრა ახალგაზრდა მხატვარს, მისი გამორჩეულად ლამაზი ნამუშევრების შესახებ და ცხოვრების სხვადასხვა დეტალებზე.
მოგესალმებით გურანდა,გაეცანით ჩვენს მკითხველს …
მოგესალმებით, მე ვარ გურანდა გრიგოლია, 37 წლის , დავიბადე ქალაქ ქუთაისში, ამჟამად ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ქალაქ თბილისში.
-პროფესიით რა ბრძანდებით?
მაქვს რამდენიმე პროფესია, დავამთავრე ორთოპედიული სტომატოლოგია, ბიზნეს ადმინისტრირება და მართვა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. თუმცა არასდროს მიმუშავია პროფესიით. ვმუშაობდი სხვა და სხვა სფეროში: ჟურნალისტიკაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში ასევე გაყიდვების სფეროში, მაგრამ ხელოვნება ყოველთვის იყო ჩემი მოწოდება და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ამ ეტაპზე ვმუშაობ ტიხრულ მინანქარზე, პარალელურად ვეუფლები ხატწერას.
-მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ…
რა სტილში ხატავთ რას იყენებთ?
2012 წელს შევისწავლე ქართული, ტიხრული მინანქარი ,,მესხების შემოქმედებით სახელოსნოში“ქ.ბ ქეთევან მესხთან. თავდაპირველად ვცადე სამკაულების დამზადება, მაგრამ თითქოს მოსაწყენი პროცესი გახდა ჩემთვის, ახლა მინანქრისგან ვქმნი სურათებს, და ძალიან სასიამოვნო პროცესია ჩემთვის, აბსოლიტური თავისუფლება მაქვს გავაკეთო ისე როგორც მე მინდა. ნამუშევრის შექმნისას მასალად ვიყენებ, სპილენძის ფირფიტას, ვერცხლის ტიხარს და მინანქარს.
-კერძო შეკვეთები თუ გაქვთ?
კერძო შეკვეთა ჯერ არ შემისრულებია , მაგრამ სამომავლოდ რათქმაუნდა ვაპირებ. -როგორ შეიძლება თქვენი ნამუშევრების შეძენა? ახლა ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე ვარ დამოკიდებული, ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია Vendoo – ვენდუს ონლაინ მოლში, ასევე ფეისბუქ გვერდზე ბრენდის სახელწოდებით
– რა იქნებოდა ხატვის გარეშე თქვენი ცხოვრება თუ გიფიქრიათ?
ხატვა ჩემთვის თავისუფლებასთან, მრავალფეროვნებასთან ასოცირდება, თითქოს ჩემს ნამუშევრებში გადმომაქვს, ჩემი ემოცია, განწყობა და თუ ეს სხვისთვისაც შესამჩნევია ე.ი გამომივიდა, ამით თითქოს ჩემს სათქმელს ვამბობ. ამიტომ ხატვა ჩემი შინაგანი სამყაროს ნაწილია და მას ვერ გამოვყოფ. მე ვიცხოვრე ხატვის გარეშე წლები და საკმაოდ მოწიფულ ასაკში დავიწყე შემოქმედებითი ცხოვრება, ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა მათი ხელშეწყობით და გვერდში დგომით ვიპოვე საკუთარი თავი იქ სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა.
-რა გეგმები გაქვთ?