დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს დაბადების დღეა. მას 88 წელი შეუსრულდა.
ილია II 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.
1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად; 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 43-ე წლისთავი აღინიშნა.
ილია მეორის დროს 1980-იან საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ბოლო ათწლეულებში საქართველოში ეპარქიების რიცხვი 42-მდე გაიზარდა. 1977 წელს საქართველოში იყო 48 მოქმედი ტაძარი, ახლა კი მათი რაოდენობა 1000-ს აღწევს.
ილია მეორის პატრიარქობის დროს გაიხსნა ახალი სასულიერო სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის თბილისის და გელათის სასულიერო აკადემიები. თბილისში კი აიგო საქართველოს უდიდესი ტაძარი – სამება.
საინფორმაციო სააგენტო EDITORI.GE დაბადების დღეს ულოცავს,საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს ყოფნას.