ილია მეორეს კოვიდტესტზე პასუხი უარყოფითია:
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორე და საპატრიარქოს თანამშრომლები კორონავირუსზე მას შემდეგ დაიტესტნენ, რაც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი ინფიცირებული აღმოჩნდა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღებული ტესტის ნიმუშებიდან ინფიცირებული არავინ აღმოჩნდა.
საპატრიარქოში მასობრივი ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კორონავირუსი ილია მეორის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის და კიდევ ათეულობით სტუმარი 3-4 იანვარს პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა.
როგორც საპატრიარქოში გუშინ, 9 იანვარს განაცხადეს, ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია.