ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

100 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში ილია სულამანიძემ თურქი მერთ სისმანლარი დაამარცხა, ფინალამდე კი ფრანგ და შვეიცარიელ მეტოქეებს აჯობა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც მედლისთვის შეხვედრაში პოლონელ ძიუდოისტს მოუგო.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

559
მედეა მამფორია

მედეა მამფორია