ვეფხისტყაოსანი ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა

ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი ინდოეთში ჰინდიზე გამოიცა. საელჩოს თანახმად, პოემის თარგმნისა და ჰინდიზე გამოცემის იდეა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს ეკუთვნის.

ჰინდიზე გამოცემული პოემის პრეზენტაცია ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ონლაინ გაიმართა.

“ეს არის საქართველოსა და ინდოეთს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის პატივისცემა”, — აღინიშნა შეხვედრაზე.

არჩილ ძულიაშვილის თქმით, ვეფხისტყაოსნის ჰინდიზე თარგმნისა და გამოცემის იდეა დიდი ხანია აქვს და მისი განხორციელება ინდოეთში დიპლომატიური მისიით ჩასვლისთანავე დაიწყო. პოემა მთარგმნელმა, ბუფინდერ აზიზ ფარიჰარმა თარგმნა

371
მედეა მამფორია

მედეა მამფორია