“ჯადოსნური ცხოველები”და “კარიბის ზღვის მეკობრეები”-ჯონი დეპს როლების დატოვება მოსთხოვეს

ჯონი დეპს აღარ ვიხილავთ “ჯადოსნური ცხოველების” მესამე ნაწილში. ამის შესახებ მსახიობმა საკუთარ გამომწერებს ინსტაგრამის საშუალებით აცნობა.

Warner Bros-მა დეპს გაწეული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ გრინდელვალდის როლზე სხვა მსახიობი შეირჩევა.

ჯონი დეპმა სასამართლო დავა წააგო გაზეთ Sun-თან, რომელსაც დეპი ცილისწამებაში ადანაშაულებდა, იმის შესახებ რომ, ყოფილ ცოლზე ემბერ ჰერდიზე, ძალადობდა. დეპმა ბრალდებები უარყო და საქმე გამოცემის წინააღმდეგ  აღძრა. ჯონისა და ჰერდს შორის კონფლიქტი 2016 წელს განიხილეს. მსახიობმა განქორწინება მოითხოვა და ქმარი დაადანაშაულა ძალადობაში. სასამართლომ კი მასთან მიახლოვება აუკრძალა.

ჯონი დეპის დაბრუნებაზე დისნეის სტუდიამაც უარი განაცხადა ფილმში – “კარიბის ზღვის მეკობრეები”, მას შემდეგ, რაც მსახიობმა სასამართლო დავა წააგო.

567
მედეა მამფორია

მედეა მამფორია