ჯო ბაიდენმა გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა შეაჩერა

Share on facebook
გაზიარება
ჯო ბაიდენმა

ჯო ბაიდენმა გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა შეაჩერა:

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის გეგმა შეაჩერა, რომელიც დონალდ ტრამპმა შეიმუშავა.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯარისკაცების გაყვანა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ თავდაცვის ახალი მდივანი ლოიდ ოსტინი აშშ-ის სამხედრო ძალების მდგომარეობის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ შეისწავლის.

გერმანიიდან აშშ-ის 9500 სამხედროს გამოყვანის გეგმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის ივლისში დაამტკიცა.

6 ივნისს ტრამპმა გერმანიაში განთავსებული აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის შემცირების ბრძანება გასცა. მაშინ ქვეყნის ტერიტორიაზე 34 500 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა. ტრამპმა პენტაგონს უბრძანა, რომ მათი რიცხვი 9 500-ით შემცირდეს. ტრამპის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ამერიკელი სამხედროების განლაგების ლიმიტი 52 ათასი სამხედროს ნაცვლად, 25 000-ით განისაზღვრა.

158
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი