კარიკატურისტი ნიკოლოზ  კემულარია, იგივე კემო (KEMO) – მის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე

ნიკოლოზ  კემულარია, იგივე კემო.

ერთი შეხედვით მარტივი და სახალისო პროფესია კარიკატურების შექმნა, სინამდვილეში ძალიან დიდ შრომასთან, ძალისხმევასთან და რაც მთავარია დიდ ნიჭთან არის დაკავშირებული.

EDITORI.GE  დაუკავშირდა საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში ცნობილ კარიკატურისტ ნიკოლოზ კემულარიას. (იგივე კემო.)

კემოს მრავალ გამარჯვებას შორის,განსაკუთრებული ადგილი უკავია 2019 წელს მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ კონკურსს,რომელშიც მისმა ნამუშევარმა მეორე ადგილი მოიპოვა.

კემოს ნამუშევრების შეძენა  შესაძლებელია ონლაინ ნებისმიერი ქვეყნიდან.

ასევე დისტანციურად შეგიძლიათ მისცეთ თქვენთვის სასურველი  შეკვეთა, დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან და მისი კარიკატურული ნამუშევარი თქვენი იქნება. ამისათვის საჭიროა დაუკავშირდეთ  FACEBOOK გვერდზე.

-მოგესალმებით, მოუყევით ჩვენს მკითხველს თქვენზე…

გამარჯობა, მე გახლავართ ქართველი მხატვარი–კარიკატურისტი ნიკოლოზ  კემულარია, იგივე კემო (KEMO).   მე ვმუშაობ ონლაინ შეკვეთებზე, მთელი მსოფლიოდან.

ნიკოლოზ-კემულარია-იგივე-კემო280x300-ცნობილი,წარმატებული და პროფესიონალი კარიკატურისტი ხართ,როდის დაიწყო ყველაფერი?

ყველაფერი დაიწყო 2004 წელს, როდესაც მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკული დიზაინის განხრით,  –  გამოცხადდა პოლიტიკური კარიკატურების კონკურსი,  მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე, ზალიკო სულაკაურთან და გურიჩასთან ერთად, სხვადასხვა ნომინაციებში.   მას შემდეგ 20–მდე ჯგუფური და 3 პერსონალური  გამოფენა მქონდა.   ალბათ ის პირველი წახალისება გახდა მამოტივირებელი, რომ შემდგომში აღარ გავჩერებულიყავი

-საქართველოს ფარგლებს სცდება თქვენი ნიჭი,მოგვიყევით თქვენი მიღწევების შესახებ მსოფლიო მასშტაბით...

2009 წელს ამერიკაში  ავიღე მეორე ადგილი მსოფლიოს კარიკატურისტთა კონკურსში, რის მერეც შედგა თანამშრომლობა, ცნობილ ავსტრალიურ საიტთან caricatureking.com, სადაც სულ რამოდენიმე მხატვარი არის გაწევრიანებული და იღებს შეკვეთებს მთელი მსოფლიოდან, საიტის შუამდგომლობით…  ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემთვის, ფინანსური კუთხით,  მოგეხსენებათ საქართველოში მხატვრისთვის თავის რჩენა რამდენად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული,  რისი კეთება არ ვცადე აქ, მაგრამ საყვარელი საქმის – სამწუხაროდ ვერანაირად.  (თუ არ ჩავთვლით ენთუზიაზმზე მუშაობას)  არ არსებობს არანაირი დაფინანსება,  წახალისება ან სამუშაო ადგილი, რომ მხატვარი დასაქმდეს…  თბილისში ბოლო 16 წლის მანძილზე 5–მდე კერძო კომპანიისგან მივიღე მცირე შეკვეთა, ესაა და ეს…  საკუთარ ქვეყანაში ფინანსურმა წარუმატებლობამ და უმუშევრობამ ითამაშა ძალიან დიდი როლი,  რომ საზღვარგარეთზე გავსულიყავი,  დისტანციურად მაინც და ელემენტარული შემოსავალი მიმეღო საკუთარი საქმით…   2013 წელს მსოფლიო ათეულში გავედი 146 მხატვარს შორის, იყო კიდევ რამდენიმე ფესტივალზე წარმატება და ბოლოს შარშან, 2019 წელს ნოემბერში ავიღე მეორე ადგილი კიდევ ერთხელ მსოფლიოზე…

ნიკოლოზ-კემულარია-იგივე-კემო261x300ძალიან მიხარია ხოლმე ჩვენი ძალოსნების წარმატებები,  ვხედავ ჩვენი ქვეყანა რამხელა ინვესტიციებს დებს სპორტის განვითარებაში, დიდი ყურადღება ექცევა მათ წარმატებებს და ზოგადად სპორტის განვითარებას, მაგრამ ძალიან სამწუხაროა რომ მხატვრობის ეს დარგი მივიწყებულია…   უბრალო მოლოცვაზე ან რაიმე მსგავს ელემენტარულზე ლაპარაკი ზედმეტია, სამსახურზე, გამოფენაზე ან სახატავ ინვენტარზე  რომ აღარაფერი ვთქვათ…  ალბათ ვერც ხვდებიან რომ ჩემი გამარჯვებები – საქართველოს გამარჯვებებია და მსოფლიო ასპარეზზე კიდევ ერთი დადებითი კუთხით ქვეყნის წარმოჩენა.

არ მინდა ნეგატივში გადავიტანო საუბარი, მაგრამ რაც მაწუხებს ის მინდა რომ გაგიზიაროთ, მე ასე ვხედავ ამ საკითხს,  რომ ნებისმიერ ოჯახში,  რომელიმე შვილი როდესაც აღწევს დიდ წარმატებას – ოჯახის უფროსები ხელს უწყობენ უფრო მეტად განვითარებაში, ქვეყანა კი ოჯახივით უნდა ედგეს გვერდში თავის შვილებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მეტი პოტენციალი აქვს თავისი საქმით მსოფლიოში დიდი კვალი დატოვონ, რაც ქვეყნისთვისაც ძალიან საიმიჯო და სასარგებლოა...

-როგორ ფიქრობ რა არის ამ საქმეში მთავარი?

კარიკატურული ნახატების დახატვა ძალიან რთულია, რაც ათასიდან ერთმა მხატვარმა შეიძლება შეძლოს, რაც უფრო მარტივი, სილუეტური მოხაზულობაა – მით უფრო რთული სამუშაოა მხატვრისთვის.

კარიკატურის დახატვას, პირველ რიგში დიდი მონდომება სჭირდება,  ასევე საჭიროა იუმორის გრძნობა, ადამიანის ხასიათის შეცნობა,  ანატომიის სრულფასოვნად ცოდნა და სხვადასხვა მხატვრული ტექნიკის კარგადნიკოლოზ-კემულარია-იგივე-კემო212x300 ფლობა..

მე თითქმის ყველა სტილში ვმუშაობ, მაგრამ ამ ეტაპზე ნახატებს ტექნიკურად პლანშეტზე ვსრულებ ელექტრონულად, ბევრად გამარტივებული მეთოდია,  შემკვეთებისთვისაც კომფორტული.   საწყის ეტაპზე  მიგზავნიან ფოტოებს, ვისი დახატვაც სურთ, რიცხავენ თანხას საბანკო ანგ–ზე და ნახატსაც შეთანხმებულ ვადაში ვუგზავნი მეილზე,  მაღალი ხარისხით, რაც მერე თვითონ გადააქვთ სასურველ მატერიალზე,  ეს იქნება ფურცელი, ტილო და ა.შ. (ნებისმიერი ზომით და რაოდენობით)

-იღებთ ონლაინ შეკვეთებს, ეს მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქიდან არის შესაძლებელი თუ მხოლოდ საქართველოდან?

იქიდან გამომდინარე, რომ შეკვეთებს დისტანციურად ვხატავ, შემკვეთების გამოგზავნილი ფოტოებიდან და ნახატებსაც ვუგზავნი მეილზე, რომელსაც თვითონ ბეჭდავენ – მთელი მსოფლიოდან არის შესაძლებელი შეკვეთების მიღება…

 -როგორც ვიცი კარიკატურისტობა თქვენი ერთადერთი პროფესია არ არის…

2003 წელს დავამთავრე „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ High School და ჩავაბარე  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციების ფაკულტეტზე, სადაც ავითვისე სარეკლამო პოლიგრაფიული დიზაინის საფუძვლები, ფოტოხელოვნება, საგამომცემლო საქმე, შრიფტის შექმნის სტანდარტები და ა.შ.

ნიკოლოზ-კემულარია-იგივე-კემო182x182ბოლო 10 წელია რაც კარიკატურული თოჯინების შექმნა დავიწყე,  ცოტა განსხვავებული და საინტერესოა.   აგრეთვე  ვმუშაობ ანიმაციურ პროექტზე „ჟირაფი ჟოზე“,  რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი მარშანიამ დავიწყეთ წლების წინ, ფაქტიურად ენთუზიაზმზე.  სურვილი და იდეა ის იყო, რომ  ჩვენს პატარებს ჰქონოდათ ქართული საგანმანათლებლო ანიმაცია, სკოლამდელ და დაწყებით კლასებში.

-როგორია თქვენი ერთი დღე ?(ვგულოსხმობ ვირუსამდე და კარნატინამდე პეროდს)

ვირუსამდეც ზუსტად ისე ვცხოვრობდი,  როგორც ახლა,  დღისით ეზოში ვსაქმიანობ,  ვუვლი პატარა ბოსტანს,  რაც ძალიან მამშვიდებს.  –  და საღამოდან უკვე სახლში,  შეკვეთები – კომპიუტერთან...

 -რას ურჩევდით დამწყებ კარიკატურისტებს ამ გადმოსახედიდან?

სასწრაფოდ შეიცვალონ პროფესია! (იცინის),  ეს ხუმრობით, საქართველოში დამწყებმა კარიკატურისტებმა ჯერ უნდა გაიაზრონ რა გზის გავლაა საჭირო, რომ საკუთარი მაქსიმუმი დადონ თავის თავთან და ამის მერე აუცილებლად მსოფლიო ასპარეზზე გამოიჩინონ თავი.. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ საარსებო მინიმუმის გარეშეც დარჩებიან, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი…ნიკოლოზ-კემულარია-იგივე-კემო 282x300

ძალიან ცოტას შეუძლია კარიკატურების სწორად ხატვა და თუ ეს უნარი უკვე აქვს მხატვარს – აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელი, პირველ რიგში მონდომებით და ბევრი ხატვით.

-რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ღმერთმა ქნას და ეს ვირუსი მალე ალაგდეს, ძალიან მინდა მეოთხე პერსონალური გამოფენის მოწყობა და ბოლო წლებში დაგროვილი ნახატების გამომზეურება.

 

კემოს ნამუშევრების სანახავად ,გადადით  FACEBOOK  ლინკზე .

 

 

1, 647
მედეა მამფორია

მედეა მამფორია